შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან

9
ძალზედ საინტერსო შეხვედრა მქონდა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამოქალაქო თავდაცვაზე და მის მნიშვნელობაზე მოსახლეობისთვის როგორც მშვიდობიან, ასევე საომარ პირობებში. შეხვედრაზე მომეცა შესაძლებლობა მონაწილეებისთვის გამეცნო ჩვენი ორგანიზაციის - სდსს ვეტერანთა კავშირის საქმიანობა ამ მიმართულებით.
მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო თავდაცვის საკითხებით უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება და ცდილობს გაიაზროს სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობა მოსახლეობისთვის. წარმატებები მათ!!!
მადლობას ვუხდი ეკონომიკის კომიტეტის წევრ-სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის
9