გუშინ ძალზედ საინტერსო შეხვედრა მქონდა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართულ დიასპორაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსზე და დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელობაზე, ასევე ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე საქართველოს სწრაფი განვითარების საქმეში. შეხვედრაზე მომეცა შესაძლებლობა მონაწილეებისთვის გამეცნო საქართველოს პარლამენტში წარდგენილი და ჩემსმიერ ლიბირებული კანონპროექტი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის პრივილეგიების თაობაზე.
მოხარული ვარ, რომ ქართული დიასპორისა და ემიგრაციის საკითხებით უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება და ცდილობს გაიაზროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და მათი დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელობა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის.
ამიტომაც, დიდი იმედი მაქვს, რომ შეხვედრა არამარტო საინტერესო, არამედ სასარგებლო იყო მათთვის, რადგანაც დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები სტუდენტური პარლამენტის წევრები არიან, ხოლო მომავალში ისინი შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრები გახდნენ და აიღონ ქვეყნის მმართვის სადავეები. წარმატებები მათ!!!