შიმპანზე კოსმოსში

2
ჰემი იყო პირველი ჰომინიდი, რომელმაც თავის სახლს კოსმოსიდან დახედა 🤩
✦ გაწვრთნილი შიმპანზეების ჯგუფიდან, ჰემი აირჩიეს მისი ინტელექტის, ქცევისა და მისიისთვის იდეალური ფიზიკური მონაცემების გამო.
მისი მოგზაურობა კოსმოსურ ხომალდ Mercury-Redstone 2-ით შედგა და "ნასას" პროექტ Mercury-ს ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის კოსმოსური ფრენის მიზანშეწონილობის შეფასებას.
ჰემის მისიას დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან მას უნდა შეესრულებინა ისეთი დავალებები, რომელთა შედეგებიც განსაზღვრავდა ადამიანის კოსმოსურ "ვოიაჟს" მომავალში.
16-წუთიანი სუბორბიტალური ფრენის დროს, ჰემს უნდა შეესრულებინა მარტივი, დროში შეზღუდული ამოცანები, რომლებიც ასახავდა ადამიანის ქცევას უწონადობაში და გრავიტაციული ძალის მოქმედების პირობებში.
ასევე, ჰემის შედეგებს დიდი წვლილი ჰქონდა იმის გაგებაში, თუ როგორ მოქმედებს მიკროგრავიტაცია ინსტრუმენტებით მანიპულირებისა და ოპერატიული ამოცანების შესრულების უნარზე.
კაფსულა, რომელშიც ჰემი იჯდა, მოსალოდნელზე მაღლა და გაცილებით სწრაფად ავიდა.
მიუხედავად ამისა, ჰომინიდმა წარმატებით შეასრულა თავისი ამოცანები და დაგვანახა ადამიანის კოსმოსური მოგზაურობის პოტენციალი.
მისი უსაფრთხო დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ალან შეპარდის ისტორიული ფრენისთვის გზა უნდა გაეხსნა.
ასეც მოხდა ჰემი სახლში საღ-სალამათი დაბრუნდა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, შეპარდი გახდა პირველი ამერიკელი კოსმოსში.
2