შინაგანი

3
ახლა ძლიერ მიმძიმს შენთან სიშორე და
ღამემ მონატრება ძილში გაათია,
მე კი მთვარეს ვგავარ, მარტოდ მოკაშკაშეს
და რომ გათენდება, ხონე დამეცლება.
შენი სიშორისგან ფერ-მკრთალ გადასული,
ჩუმი ზაფხულია, მეტად მოალერსე,
რაღაც იდუმალი, ვგრძნობ რომ შემომიჩნდა
შენი თვალებია - ცაზე ვარსკვლავები.
გალაქტიკებს შორის ლაღი წერტილები,
შენი ბაგეები - მსგავსი ალუბლისა
და თმა მოშრიალე ჭადრის მგალობელი.
ახლა სული ჩუმი უტყვი გამგონია
შენ ცა გიყვარს, მე კი ვარსკვლავები
მე ის ღამე, სადაც აპათია
შენთან ყოფნის ჟამი, როგორც ანარქია.
3