28 წლის წინ მაყურებელმა ეკრანებზე იხილა ყველა დროის
ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „შინდლერის სია“, რომელიც რეჟისორ სტივენ სპილბერგს ეკუთვნის.
ფილმი ტომას კენელის წიგნზე-„შინდლერის კიდობანზეა“ დაფუძნებული და იგი ნამდვილ ამბავს
მოგვითრობს, თუ როგორ გადაარჩინა წარმოშობით გერმანელმა ბიზმესმენმა, ოსკარ შინდლერმა,
ათასზე მეტი ებრაელი ლტოლვილი ჰოლოკოსტისგან.
სანამ უშუალოდ ფილმის დეტალურ განხილვაზე გადავიდოდე, მინდა, მოკლედ
ვისაუბრო მისი შექმნის იდეაზე, მსახიობებსა
და მიღწევებზე. „შინდლერის სიაში“ მთავარ როლოს ლიამ ნისონი ირგებს, შუცშტაფელის ოფიცერისას-რეიფ
ფაინზი, ხოლო შტერნის როლს კინგსლი ასრულებს. რაც შეეხება ფილმის გადაღების იდეას, იგი
1963 წელს გაჩნდა.მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა გადარჩენილმა ებრაელმა გადაწყვიტა შინდლერის
შესახებ მსოფლიოსთვის ეამბო. მისი ინსპირაციით დაწერა ტომას კენელმა წიგნი „შინდლერის
კიდობანი“, რის მიხედვითაც სპილბერგმა გადაიღო „შინდლერის სიის“ სახელით ცნობილი ფილმი, რომელმაც
მთელი მსოფლიო შეძრა.
ფილმის გადასაღები მოედანი პოლონეთში, კრაკოვში გახლდათ.სპილბერგერის
გადაწყვეტილებით, “შინდლერის სია“ მთლიანად შავ-თეთრ ფერებში იქნა გადაღებული, რადგან
ამით ფილმს დოკუმენტური და იმ ეპოქის დროინდელი ეფექტი მისცემოდა. საბოლოოდ, ფილმა სპილბერგს
წარმატება მოუტანა, მან მოიპოვა 12 ნომინაციიდან 7 ოსკარი და ასევე მიღებული აქვს ბრიტანულ
აკადემიის ფილმების დაჯილდოვებასა და ოქროს გლობუსზე მრავალი ჯილდო.
ახლა უშუალოდ მინდა ვისაუბრო ფილმზე და განვიხილო დეტალურად. პირველ რიგში, დავიწყებ
იმით რომ ჰოლოკოსტმა, რომლის მიზანიც ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობა
ჯგუფების მასიურ განადგურება იყო, 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელს სიცოცხლე ნაადრევად
შეუწყვიტა.
ომის დაწყებისთანავე, გერმანელებმა გადაწყვიტეს ებრაელებით
დასახლებული რეგიონები დაეპყროთ და ისინი გაენადგურებინათ, სწორედ ამ მიზნითაც ქმნიდნენ
„სიკვდილის ბანაკებს“, რომელიც ებრაელების სრაფ განადგურებას ისახვადა მიზნად. თუმცა, ისეთი
ადამიანებიც არსებობდნენ, რომლებიც არ ეგუებოდნენ ბოროტების იმპერიას და საკუთარი სიცოხლის
ხარჯზე ცდილობდნენ ებრაელი ხალხის გადარჩენას, სწორედ ასეთი იყო, ოსკარ შინდლერი, რომელიც
ფილმის მთავარი პერსონაჟია.
მეორე მსოფლიო ომთნ დაკავშირებით არაერთი ფილმი გადაღებულა, თუმცა
მხოლოდ რამდენიმე ფილმა შეძლო ზუსტად გადმოეცა ის სასტიკი რეალობა, რაც მაშინ არსებობდა, სწორედ
ამ ფილმებს შორისაა სტივენ სპილბერგის ფილმი „შინდლერის სია“. ფილმი ნათლად ასახავს თუ როგორ
არაადამიანურად, ცხოველურად ექცეოდნენ გერმანელები ეგრედ წოდებულ ბინძურ რასას, ანუ
ებრაელებს. ძალიან რთულია ზუსტად გადმოსცე ის განცდა და ემოციები, რასაც მაშინ ისინი
განიცდიდნენ, თუმცა „შინდლერის სია“ მაყურებელს საშუალებას აძლევს, მიახლოებით მაინც
დაინახოს და იგრძნოს ის მწარე ტკივილი, რაც მაშინ განიცადა ებრაელმა ხალხმა.
ფილმის მთავარი პერსონაჟი თავდაპირველად გვევლინება
როგორც ეგოისტ, დაბალი მორალური ღირსების მქონე ადამიანად, რომელსაც მხოლოდ საკუთარი
კეთილდღეობა აინტერესებს. ფილმის დასაწყისში ჩანს, რომ იგი ომსა და ებრაელებს სათავისოდ
იყენებს, თუმცა ამის ფასად სიცოცხლეს აძლევს მათ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შინდლერში
მეტამორფოზა ხდება, ომი გრძელდება და გრძელდება გერმანელების ცხოველური მოპყრობა ებრაელებისადმი, ოსკარ
შინდლერი ხედავს მის გარშემო დატრიალებულ გენოციდის სისასტიკეს და უკეთესობისკენ იცვლება, არ
შეუძლია ერთდროულად იყოს ცუდიც და კარგიც, აცნობიერებს, რომ მას შეუძლია გადაარჩენოს
უამრავი ებრაელის სიცოცხლე, რომელიც გერმანელებს კაპიკის ფასად არ უღირთ.
ფილმში ძალიან ბევრი სულისშემძვრელი მომენტია, პირველი
რაც მახსენდება არის გერმანელი ბავშვების დამოკიდებულება ებრაელების მიმართ.როდესაც
გერმანელები ებრაელების გადასახლებას იწყებენ, ბავშვები საშინელი სიტყვებით აცილებენ
მათ, რაც ხაზსს უსვამს, რომ ბავშვებსაც ძალიან დიდი სიძულვილი ჰქონდათ ებრაელი ხალხის მიმართ ჩანერგილი.
სულისშემძვრელი იყო მომენტი, როცა ნაცისტები ცდილობდნენ
დაეხვრიტათ ებრაელი მუშა, რომელიც სასოწარკვეთით ელოდებოდა სიკვდილს, თუმცა იარაღმა შინდლერის
დამსახურებით არც პირველ და არც მეორე ცდაზე არ გაისროლა. აღსანიშნავია ასევე შავ-თეთრ
ფონზე გამოჩენილი პატარა გოგონა წითელი ქურთუკით, იგი შუა ქუჩაში, იქ სადაც გერმანელები
ხალხს უმოწყალოდ კლავდნენ, მშვიდად მისეირნობდა. მაყურებელს მძაფრი განცდა და მოლოდინი უჩნდება, გოგონას
განსაცდელს ირგებს, შიშითა და ტკივილით ელოდება რომ ახლა და ახლა მოკლავენ მას, რომლის სიკვდილის შიშსა და მოლოდინს ეკრანთნ
მჯდომი ადამიანიც მწარედ გრძნობს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ფილმის ფინალია, სადაც
ოსკარ შინდლერის სინანულს ვხედავთ, იგი მწარედ ნანობს, რომ არ დათმო მანქანა, ძვირადღირებული
საათი, მანქანა, რითაც კიდევ რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა. იგი სასოწარკვეთით
ამბობს, რომ მეტი უნდა გაეკეთებინა ებრაელი ხალხისთვის, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა რეალურად, თუმცა
ებრაელები ანუგეშებენ და მადლიერების ნიშნათ
ბეჭედს გადასცემენ, რომელზეც წერია “მან ვინც გადაარჩინა ერთი სიცოცხლე, გადაარჩინა
მთელი სამყარო”. მართლაც, ოსკარ შინდლერმა ნაცისტებისგან გადაარჩინა ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე, რომლის
8 000-ზე მეტი შთამომავალი, 2012 წლის კვლევის მიხედვით, აშშ-ში, ევროპასა და ისრაელში
ცხოვრობს.