მოგესალმებით ჩემი ბლოგით დაინტერესებულო აუდიტორიავ, ვიცი რომ ელოდებოდით ჩემგან ახალ ბლოგს და უკვე დადგა ის დღეს, როდესაც უნდა შემოგთავაზოთ ახალი ბლოგი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითზე 2022 წლის გამოწვევების შესახებ.
მოკლედ პირველი საკითხი რასაც შევეხები არის ის, რომ საზღვარგარეთ მაგისტრატურის სწავლის გაგრძელების სურვილი მაქვს კიდევ და ამ სურვილს და ამ მიზანს არ ვაპირებ რომ შევეშვა, მიუხედევად ბევრი გამოწვევებისა რომ ჩემი საოცნებო უნივერსიტეტიდან ნოტინგემის ტრენტის უნივერსიტეტიდან დაფინანსების საკითხი ვერ მოვაგვარე, ვეცდები რომ ამ მიზანს დავუბრუნდე კვლავ თუნდაც ამ წელს რადგან არის იმის საშუალება და მეც პირადად მაქვს იმის სტიმული და მოტივაცია რომ ჩემი შემოთავაზება კონკრეტული უნივერსიტეტის განხორციელდეს მომდევნო წლის 2023 სექტემბერში, რადგან ამით მე კვლავ ისევ არ ვკარგავ ადგილს, რომ სამომავლოდ ისევ ჩემთვის ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში დავიწყო სწავლა. ეს გახლდათ ჩემი პირველი გამოწვევა და ასევე სხვა გამოწვევებიც რათქმაუნდა გახლავთ კიდევ სხვა უნივერსიტეტების მხრივ ჩემი არჩევანის გაკეთება და გამოვყოფდი კიდევ ერთ უნივერსიტეტს კოვენტრის უნის, რადგან ეს უნივერსიტეტი ჩემი სამომავლო კარიერისთვის არის იდეალური ადგილი , მაგრამ მე რადგან მიზნად უკვე დასახული მაქვს ნოტინგემის ტრენტის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ამ მიზანს მივიყვან ბოლომდე .
ჩემი შემდგომი გამოწვევები ცხოვრებაში არის ჩემი კარიერა და ჩემი მომავალი, ასევე 2022 წელს გადავწყვიტე, რომ გავაკეთო ჩემი იუთუბ არხი, რადგან ჩემი ბლოგების გაკეთება უკვე ვიდეოს სახითაც შევძლო ეს რათქმაუნდა შეემატება ჩემს შემდგომ გამოწვევებს და ასევე ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა არის დასაქმება ჩემი პროფესიით , ამასაც ვიცი, რომ თუ არ დავნებდები აუცილებლად მივაღწევ.<3 მე მჯერა ჩემი თავის, რომ ვიქნები წარმატებული და ცხოვრებაში შემდგარი ადამიანი .
კომენტარების ველში დამიწერეთ თქვენი გამოწვევების შესახებ, რა დაბრკოლებებს აწყდებით ხოლმე ცხოვრებაში და როგორ შეგწევთ იმის უნარი , რომ მარტივად გადახალოთ ეს ცხოვრებისეული დაბრკოლებები?