ჩემთვის ყველაზე გამორჩეული წიგნი

ByGeorgia
12
გილოცავთ შობის ბწყინვალე დღესასწაულს! უფლის მადლი გფარავდეთ ყველას.
დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული წიგნი- ნათია ფანჯიკიძის "შიშო გამოდი გარეთ". ამასთან ერთად სანამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ კითხვა მექნება აუდიტორისთანაც და ასევე ფიდსის გუნდთანაც - მაინტერესებს თუ რამდენს გაქვთ წაკითხული ეს წიგნი და ამ კითხვაზე პასუხს კომენტარების ველში ველოდები! <3 
ნათია ფანჯიკიძის ეს წიგნი გახლავთ წერილების კრებული, რომელიც 2014-2018 წლებში ჟურნალ "ლიბერალისთვის" იწერებოდა სხვადასხვა მოვლენის პასუხად და ასევე სხვადასხვა განწყობისთვისაც.პირადად ჩემთვის ამ წიგნის კითხვა, რომ დავიწყე ვერ მოვწყვი ისე ჩამითრია, რადგან ფსიქოლოგიის თემა ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო სფეროა <3 მართლაც საინტერესო წიგნი გამოდგა და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ამ წიგნში აღწერილია ყოველი შიშის შესახებ და არა მხოლოდ შიშების , არამედ ფსიქოლოგიური დაავადებების შესახებაც, რომელიც მართლაც და საინტერესო იყო პირადად ჩემთვის, რადგან ცხოვრებისეული დაძაბულობის გამო ალბათ დამეთანხმებით, არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩვენს ქვეცნობიერში იღვიძებს ისეთი უარყოფითი ხასიათების ადამიანი, რომლის ატანაც და გაგებაც ერთობ და შეუძლებელია, მაგრამ ამ წიგნმა დამაწმუნა მე, რომ ყოველი შიშები რაც გვაწუხებს უნდა მოვიშოროთ ეტაპობრივად, რადგან ამით ჩვენს თავს და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ <3 .
ასევე გამოვარჩევდი ავტორის წერის მეთოდს , რადგან მართლაც და საინტერესოდ აქვს აღწერილი და გადმოცემული ყოველი ისტორიები იქნება ეს თუ წერილები <3 ნათია ფანჯიკიძის ეს კონკრეტული წიგნი ჩემს ცხოვრებაში გახდა მნიშვნელოვანი, რადგან შიშები, რომლებიც მქონდა რეალურად მოვიშორე კიდევაც და მეც ყველას ვურჩევდი, რომ თქვენი შიშები უნდა გაუშვათ, რომ შეძლოთ ცხოვრების მშვენიერებით დატკბობა <3 
ამ არაჩვეულებრივი ბლოგის დასასრულს, მინდა ყველას ვურჩიო ეს არაჩვეულებრივი წიგნი, განსაკუთრებით მათ ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს წაკითხული <3 
წარმატებულ დღეს გისურვებთ <3 
ByGeorgia
12