მოგესალმებით, ალბათ დიდი ხანი გავიდა იმის შემდგომ, რაც მე ჩემი მორიგი ბლოგი შემოგთავაზეთ და ეხლა გიბრუნდებით კვლავ ახალი , საკმაოდ საინტერესო ბლოგით, რომელიც ეხება ყველასთვის საყვარელ თემას ბავშვობას, ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული იქნება ამ თემაზე საუბარი.
მოკლედ ეს ბლოგი იქნება იმით საინტერესო და დამაინტრიგებელი, რომ ჩემს ბავშვობაზე მოგიყვებით, მოკლედ და ლაკონურად.
დავიწყებ იმით, რომ ჩემი ბავშვობის წლები მართლაც იყო არაჩვეულებრივი , რადგან სადღაც დაახლოებით 3 წლიდან ვიდექი სცენაზე, ვმღეროდი, ვცეკვავდი და ასევე ხანდახან ლექსებსაც კი ვყვებოდი ცნობილი პოეტების, როგორებიც არიან ლადო ასათიანი, ანა კალანდაძე და ასე შემდგომ. დამეთანხმებით ალბათ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ბავშვისთვის ბავშვობის წლები არის განსაკუთრებული, რადგან ეს ის პერიოდია, როცა ცხოვრებაში ნელ ნელა იდგამ ფეხს.
ხოლო რაც შეეხება ჩემს ბავშვობის პერიოდს, მართლაც და განსაკუთრებული ბავშვობა მქონდა, რადგან დღემდე ნოსტალგია მომაწვება ხოლმე, თუ ადრე როგორი ვიყავი და როგორი გავხდი ახლა. ალბათ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, როგორ უნდა მოიქცე სწორად, რომ ამ შენი სწორად მოქცევით შენმა გარშემომყოფებმა ამით იამაყონ. ადამიანების ცნობას რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ ვიტყვი იმას, თუ რამდენი ხანიც არ უნდა იცნობდე ადამიანს მით კიდევ ვერ შეძლებ რომ კიდევ უფრო უკეთ გაიცნო და დაინახო ის ნაკლოვანებები თუ ასევე დადებითი მხარე.
თავი, რომ აღარ მოგაბეზროთ და ბოლოსლენ რომ წავიდე, შევაჯამებ ჩემს ბლოგს ამ სიტყვებით , , სანამ ბავშვი ხარ , ეს წლები უნდა გაიარო ლაღად და მხიარულად, რადგან ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ნაკლები სანერვიულო და საფიქრალი გაქვს ცხოვრებაში".