ჩემი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი 6 კვირიანი მოგზაურობა საზღვარგარეთ

ByGeorgia
10
ყველაფერი კი დაიწყო 2016 წელს, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე! 
სანამ დავიწყებ ამბის მოყოლას, თუ რა გამოცდილება მივიღე საზღვარგარეთ ყოფნით მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომ როცა საზღვარგარეთ თუნდაც მცირე ხნით გიწევს ყოფნა, ესეც ყველაზე მაგარი გამოცდილებაა ცხოვრებისეული, რადგან ამით შენს თავში აღმოაჩენ იმ უნარებს რასაც ადრე ვერ ავლენდი ან კიდევ თუნდაც იძენ ახალ უნარებს, რაც კარიერული კუთხით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი აზრით, რა უნარებსაც იძენს ადამიანი, ის უნარები პრაქტიკაში თუ არ გამოიყენე მაშინ ამ არაჩვეულებრივ გამოცდილების მიღებას აზრიც კი შეიძლება დაეკარგოს.
ეხლა ჩემს ამბავს, რომ დავუბრუნდე, როგორც ავღნიშნე ყველაფერი დაიწყო 2016 წელს, მაშინ 23 წლის ვიყავი, ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი <3. ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე ვეძებდი იმ შესაძლებლობებს თუ მოხალისედ როგორ უნდა წავსულიყავი საზღვარგარეთ და ძიების შემდეგ ვიპოვე ორგანიზაცია, რომელმაც ამ ყველაფრის რეალიზებაში დამეხმარა, თავიდან გასაუბრება გავიარე, და გასაუბრების შემდგომ მივიღე დადებითი პასუხი, რომ ამარჩიეს კანდიდატად, და ეს როცა გამოაცხადეს ჩემს ემოციებს საზღვარი არ გქონდა , ძალიან გამიხარდა და ამის შემდგომ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მართლაც საინტერესო გახდებოდა. მოკლედ როცა მოვიდა დრო თუ რომელ ქვეყანაში უნდა წავსულიყავი, ავირჩიე პრაღა -ჩეხეთი. პროექტის მსველობის დროს მე უნდა წარმედგინა საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ისტორია, ამით ძალიან ვამაყობდი რადგან მხოლოდ ერთი ქართველი ვიყავი ამ პროექტში, თან ასევე ბევრი საინტერესო მეგობარი შევიძინე სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.
მე მიწევდა ჩეხეთის სხვადასხვა სკოლებში სიარული, რაც ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან პირველად მქონდა შემხებლობა სკოლებთან და იმ არაჩვეულებრივ ბავშვებთან, რომლებიც გავიცანი, და მათი ფიდბექები დღემდე შენახული მაქვს, რომ გადავხედავ ხოლმე მათ ფიდბექებს თვალწინ მოგონებების სახით ჩნდება ის არაჩვეულებრივი მომენტები, რაც პრაღაში ყოფნის დროს მივიღე! კულტურული შოკიც მივიღე პირველი 3 დღე, მაგრამ მერე ნელ ნელა მოვახდინე ადაპტაცია ქვეყანასთან და ძალიან შემიყვარდა კიდეც ეს ქვეყანა, მეორეჯერ და მეასეჯერადაც არ ვიტყოდი უარს, კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში და განსაკუთებით პრაღასი, დედაქალაქში, რადგან ძალიან ბევრი რაიმე უნახავი დამრჩა <3.
ჩემი ამ არაჩვეულებრივი ბლოგის დასასრულს მინდა ყველა ახალგაზრდას ვურჩიო, ვისაც ახალი დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი, რომ წავიდნენ ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში მოხალისედ და მართლაც უკვე შემდგომ თვითონაც მიხვდებიან, თუ რა დიდი ძალა აქვს განათლებას , რადგან ამით ჩვენი ახალგაზრდობა იუმჯობესებს ენას ინგლისურს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ენის გაუმჯობესება, და ასევე ენის პრაქტიკაში აქტიურად გამოყენება <3 .ენა პრაქტიკაში ხშირად თუ არ გამოიყენე დავიწყებას მიეცემა და ამის შემდგომ მართლაც, რომ რთულია ისევ თავიდან გაიხსენო ყველაფერი <3 
განათლება არის ის ძლიერი მხარე ადამიანში, რომლის დაფასებაც უნდა მოხდეს და აღიარებაც, ადამიანი განათლების გარეშე დიდ მწვერვალებს ვერ დაიპყრობს !
კომენტარებში დამიწერეთ ამ პლატფორმიდან რამდენი ყოფილხართ საზღვარგარეთ და რომელ ქვეყანაში <3 
ByGeorgia
10