ჩემი სამშობლო, ღრუბლებს ზემოთ🇬🇪⛰️

6
შემოვუერთდი feedc- ის გამოწვევას- ჩემი ადგილი , ჩემი ისტორია..პირველ რიგში ყველას გისურვებთ წარმატებას. მადლობა feedc ,  აქ ყველას შანსი თანაბარია.
ყველას გვაქვს ჩვენი მოგონებები, რომლებიც განსაკუთრებული ემოციებით გვავსებს. საყვარელ ადგილთან ჩემთვის ყოველთვის თუშეთი ასოცირდება,  ჩემი მხარე. ლამაზი და სულის შემკვრელია.. ამბობენ,  მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზებს შორის ერთ-ერთი არის თუშეთი. რაც უფრო მაღლა ადიხარ მით მეტად გეშინია და გინდა ქემოთ ჩახედვა,  როდესაც დახედავ ზევიდან უკვე ამოვლილ გზას,  აღმოაჩენ რომ სხვა სამყაროში ხარ. იქ სადღაც შორს,  სადაც ღრუბლებს ზემოთ თუშეთია. სიცოცხლით ივსები,  მხოლოდ ბედნიერ წუთებს აგროვებ, იქ,  მაღლა,  გავიწყდება  ყველაფერი,  ჩერდება დროც..იქ ურთიერთობებიც ცოცხალი და ნამდვილია, სადაც ტელეფონს მხოლოდ ფოტოაპარატის ფუნქცია აქვს.
ზღვის დონიდან 2345 მეტრზე საქართველოშიც და ევროპაშიც ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარე სოფელი ( დასახლება) .. ვარსკვლავებში ფრენისა და ცასთან სიახლოვის შესაგრძნობად ევროპაში შორს წასვლა  არ დაგვჭირდება,  რადგან ასეთი ადგილი სწორედ საქართველოში კერძოდ,  კი თუშეთში სოფელი ბოჭორნაა. ალბათ ხვდებით , რატომ არის, ჩემი მხარე ტურისტებისთვის გამორჩეულად მიმზიდველი.
თუშეთი გამოირჩევა თავისი ძველისძველი ტრადიციებით.აქ ჩამოსულებს ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლიათ. ნახავთ როგორ ემზადებიან თუშები დღეობებისათვის,  სადაც სტუმრებს  საგულდაგულოდ მასპინძლობენ.დღეობის დროს სოფელში მოხვედრილ სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე და თუშები ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ,  თუ რა აღმსარებლობისაა  სტუმარი.
თუშების საკულტო დღეობების ციკლი-ათნიგენობები აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელია“შულტა”,  სოფლის მიერ არჩეული ჯვარის ყმა.გართობისა და ლხინის გარეშე ათნიგენობა არ ჩაივლის.თუშური დღეობა ტრადიციული ლუდის გარეშე წარმოუდგენელია. დღეობისათვი ლუდი სპეციალურად იხარშება და მას თუშები ალუდს ეძახიან. ამ ალუდით დღეობაზე მისულ ყველა სტუმარს სიამოვნებით უმასპინძლდებიან.
მეგობრებო🙏 ასეთ გემრიელობას ვერსად ვერ ნახავთ.ხავიწი თუშური საჭმელი,  რომელიც მზადდება  ხაჭოსგან და ერბოსგან..
ღრუბლებში ჩაფლული თუშეთი.ომალო,  კესელოს ციხე.
თუ მკითხავთ  რომელია ყველაზე ლამაზი სოფელი თუშეთში გიპასუხებთ,  სოფელი ვერხოვანი,  რომელიც მდებარეობს გომეწრის ხეობაში.. ჩუმი და წყნარი სოფელი,  რომელიც გამოირჩევა თავისი მისტიურობით.
მოდი ტურისტული სეზონის განმავლობაში, მოინახულე ჩემი ზღაპრული მხარე, ეს თუშეთია, ეს საქართველოა🇬🇪⛰️ 
6