ჩემი ქოვერი ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის woman in love<3

ByGeorgia
11
ჩემო ფიდსის არაჩვეულებრივო აუდიტორიავ მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები, ამ სიმღერის ქავერ ვერსიის გაკეთების!
პირველი დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის ბარბარა სტრეიზანდი არის სიმღერის დედოფალი, რადგან ვთვლი, როდესაც ადამიანი ასეთი სირთულის სიმღერას ჰკიდებს ხელს, არ უნდა გადმოაკოპიროს ორიგინალი ვერსია და არამედ რაიმე ახალი უნდა იყოს ამ სიმღერაში ! რაღაც განსხვავებული, რითაც შესაძლებელი არის აუდიტორიის აყოლიებაც ვთქვათ როცა სამეგობრო წრეში ხარ ან თუნდაც სცენაზე დგახარ და ისე მღერიხარ. მე პირადად ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი და სცენა ჩემთვის ერთგვარი კომფორტის ზონაა სადაც თავისუფლად ვგრძნობ ხოლმე თავს.
ბარბარა სტრეიზანტის ეს სიმღერა კარაოკე პლატფორმაზე, რომ ვიმღერე და მერე ჩემს თავს მოვუსმინე მართლაც, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი, რადგან გამომივიდა ამ ურთულესი სიმღერის კარგად შესრულება! <3 ხანდახან ასე მგონია ხოლმე, რომ ვდგავარ დიდ სცენაზე და აუდიტორია ტაშს მიკრავს, ალბათ ეს უფრო ნოსტალგიის თემაა, ადრედაც სკოლაში როცა ვსწავლობდი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიმღერე ეს სიმღერა, მაგრამ მაშინ ჩემი თავით კმაყოფილი არ ვიყავი , მაშინ ვიქნებოდი ასე 17-18 წლის <3 
ბლოგის დასასრულს მსურს გაგიზიაროთ ლინკი! თხოვნა მექნება, რომ ეს აპლიკაცია starmaker გადმოიწეროთ და თქვენც იღიღინოთ თქვენთვის გამორჩეული სიმღერები <3 
Risingstar49865957 shares this cover to you.@StarMaker
წარმატებულ საღამოს გისურვებთ <3 
ByGeorgia
11