ჩვენისთანა ბედნიერი…

8
ეგ ეტლი ვისი მოგონილია? – მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა.
– რუსისა, – ვუპასუხე მე.– მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს.
მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი.
– არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე.
– მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ.
მე კი, სწრედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგაში ჩავმჯდარიყავ.
მ შ ვ ი დ ო ბ ი თ! თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ.
ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი, როგორც მარტო
ე ვ რ ო პ ე ლ მ ა იცის ხოლმე.
ილია ჭავჭავაძე—მგზავრის წერილები…
P.S. 8 ნოემბერი ბუმბერაზის, წმინდა ილია მართლის, ფენომენალური ადამიანის დაბადების დღეა.🤍🤍🤍🕊️🕊️🕊️✨✨✨
ადამიანი მაგალითი მიტევების, სამშობლოს სიყვარულის, დღესაც ალბათ ჩვეული სიდინჯით გვკითხავდა:
“ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?”
#რუსეთიოკუპანტია❗️❗️❗️
8