ორი დღეა საფონდო ბირჟაზე საოცარი ამბები ხდება.ყველაფერი წითელ ფერებშია შემოსილი და ისეთ ფასები ადევს კრიპტოს რომ თავი სიზმარში გეგონება. ბიტკოინი დაახლოებთ 15.000 $ შეგიძლიათ შეიძინოთ, არადა რამდენიმე თვის წინ ეს წარმოუდგენელი ცვლილება იქნებოდა ჩემთვის.არაფერს ვამბობ სოლანაზე და სხვა პოპულარულ კრიპტოებზე.გასულ 24 საათში ბიტკოინის ფასმა 15, 600-დოლარიან მინიმალურ ნიშნულს მიაღწია; ეთერიუმის ფასი $1, 080-მდე დაეცა; სოლანას ფასი კი 15 დოლარამდეა შემცირებული. საბაზრო ღიღებულებებზე და მათი ფასის ვარდნაზე თავს არ შეგაწყენთ, ხომ იცით მე ყველაფერს მარტივი ენით და ყველასთვის გასაგებად გესაუბრებით. საფონდო ბირჟის გადატრიალება გამოიწვია მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ბირჟის, FTX-ის პოტენციურმა გაკოტრებამ და კოლაფსმა. კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად დაეცა.ამ დროს საქმეში შემოდის ყველასთვის ცნობილი ბაინენსი და ცდილობს სიტუაციის განეტრალებას.Binance-ის დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, FTX-ის ფინანსური მდგომარეობა უაღრესად ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც Binance-მა გადაწყვიტა უდიდესი კონკურენტი იყიდოს და ამით მომხმარებლის აქტივები დაიცვას. ეს კრიპტო არეულობა და გაურკვევლობა FTX-ის ტოკენის ფასზეც მკაფიოდ აისახა, კერძოდ, 24 საათში კრიპტოვალუტა FTT-ის ფასი 70%-ით შემცირდა.ბევრი ციფრები ხომ არ გამომივიდა? გავაგრძელოთ, განვლო რამდენიმე მძიმე საათმა და რას ვიგებთ?ბაინენსი აღარ აპირებს შეიძინოს FTX-ი. Binance-ის წარმომადგენლობის განცხადებით, FTX-ის ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ, ამიტომაც განხილვის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, უდიდესი კონკურენტის ყიდვაზე და მის გაკოტრებისგან გადარჩენაზე უარი თქვას.
🔸FTX-ის კოლაფსში უდიდესი წვლილი სწორედ Binance-ს და მის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს მიუძღვის, რომელმაც FTX-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა და Binance-ის პორტფელში არსებული FTT-ის ლიკვიდირების გადაწყვეტილება მიიღო.ბოლო პერიოდში ბაინენსი ძალიან ბევრი პრომლების წინაშე დადგა, სოციალური ქსელები სავსეა ბოიკოტის შემცვლელი პოსტებით და სტატიებით. მომხმარებლების უმრალესობა და კრიპტო სამყაროს ნაწილი უარს ამბობს მათთან თანამშრომლობაზე და მიმდინარეობს ექაუნთების გაუქმების პროცესი. თვითერი სავსეა მსგავსი მესიჯებით და კომენტარებით. ფაქტია გადატრიალება კრიპტო სამყაროში მომხდარია და ჩვენ ამ მოვლენების ეპიცენტრში ვართ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, აუცილებელია აირჩიო კომპანია, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი დაცვის ფუნქცია და არის მოწინავე პოზიციებზე. ამ ეტაპზე ჩემთვის ესეთი არის ვაითბითი (WhiteBIT) ევორპაში ყველაზე დიდი და დაცულობის მხრივ საუკეთესო, რომელიც უკვე ცდილობს ქართულ ბაზარზე დამკვირდებას და მომხმარებლის კმაყოფილებას.იმედი მაქვს გაერკვიეთ ამ არეულობაში და ადვილად გადმოვედი კრიპტო გადატრიალების შესახე. კითხვების შემთხვევაში გელოდებით კომენტარებში.
თქვენი მეგობარი კრიპტო სამყაროში: