ჩინეთი, კოსმოსში, მთვარის ნიადაგისგან დამზადებულ აგურებს გამოცდის

2
მკვლევრებს სურთ შეისწავლონ, თუ როგორ უძლებს მთვარის მასალებისგან დამზადებული აგური ექსტრემალურ პირობებს 🌕🧱
✦ უახლოეს დღეებში, ჩინეთი, თავის კოსმოსურ სადგურზე (ჩკს), აგურის ნიმუშებს გაუშვებს, სადაც ისინი ექსტრემალური პირობების ქვეშ მოექცევიან, რითაც მათი მედეგობა შემოწმდება, რათა პოტენციურად მთვარის ბაზების მშენებლობაში იქნას გამოყენებული.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია CCTV იტყობინება, მთვარის სიმულირებული ნიადაგისგან დამზადებული აგურის ნიმუშები ჩინეთის კოსმოსურ სადგურზე, Tiangong-ზე, სატვირთო მისიის ფარგლებში გაიგზავნება.
აგურები 3-წლიან ტესტირებას გაივლიან, რომლის ფარგლებშიც ისინი ულტრაიისფერი სინათლისა და კოსმოსური რადიაციის ქვეშ მოექცევიან, ასევე შემოწმდებიან ტემპერატურის ცვლილებებზე.
ამ ყველაფრის გაანალიზებით გავიგებთ, თუ როგორ იქცევა აღნიშნული მასალები ექსტრემალურ პირობებსა და კოსმოსის ვაკუუმში.
CCTV-ის მიხედვით, ამ აგურის შექმნის ერთ-ერთი მეთოდი გულისხმობს სიმულირებული მასალის გათბობას 1000 გრადუს ცელსიუსზე ელექტრომაგნიტური ინდუქციის გამოყენებით აგლომერაციის ღუმელში.
ეს პროცესი შეადუღებს მასალას მყარ სტრუქტურებად და ქმნის 18 სანტიმეტრი სიგრძის აგურს სულ რაღაც 10 წუთში.
მთვარეზე მასალების დედამიწიდან გაგზავნა ძალიან ძვირია, ამიტომ ადგილობრივი მასალების საშენ მასალებად ქცევა მნიშვნელოვნად შეამცირებს მთვარის ბაზების მშენებლობის ხარჯებს.
აგურები ჩკს-ზე 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გაიგზავნება.
2