ჩინეთი კოსმოსში სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს და ინფორმაციას ნიღბავს - Nasa-ს ხელმძღვანელი

3
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთის ე.წ. სამოქალაქო კოსმოსური პროგრამა არის სამხედრო პროგრამა“ 🤔
✦ NASA-ს ადმინისტრატორი კიდევ ერთხელ აკეთებს აღმაშფოთებელ განცხადებებს ჩინეთის კოსმოსური შესაძლებლობების მიმართ, რაც ამძაფრებს ამ ორს შორის მეტოქეობას.
» „ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთის ე.წ. სამოქალაქო კოსმოსური პროგრამის დიდი ნაწილი სამხედრო პროგრამაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ რბოლაში ვართ“, - თქვა "ნასას" ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა. იტყობინება The Guardian-ი.
როგორც "გარდიანის" ვებგვერდზეა აღნიშნული, ნელსონმა კომენტარი მაშინ გაკეთდა, როდესაც Nasa-სთვის ბიუჯეტს ითხოვდა. მან თქვა, რომ კოსმოსური სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი $25 384 მილიარდს უნდა შეადგენდეს.
» ,,ჩინეთმა წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში,” - განაგრძო ნელსონმა,
,,მაგრამ, ისინი ძალიან, ძალიან საიდუმლონი არიან.”
გაურკვეველია, თუ რას ეფუძნება ნელსონის პრეტენზიები.
როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნელსონმა ასეთი გაბედული ბრალდებები წაუყენა ჩინეთს, რომელიც არაერთხელ ყოფილა "ნასას" მოკავშირე.
2021 წლის მაისში, ნელსონმა თქვა, რომ თავისი ჩინეთს შეეძლო კოსმოსის უზურპირება (დაპყრობა) ნებისმიერ მომენტში და ამერიკას აღარ ექნებოდა უპირატესობა კოსმოსში.
ერთი წლის შემდეგ, ნელსონმა პირდაპირ დაადანაშაულა ჩინეთი ამერიკული კოსმოსური ხომალდების დიზაინის ქურდობაში.
» ,,ჰო, ისინი საკმაოდ კარგად ახერხებენ ქურდობას,” - განუცხადა ნელსონმა ქვეკომიტეტს 2022 წლის მაისში.
,,და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ძალიან, ძალიან სერიოზულად განვეწყოთ კიბერუსაფრთხოების მიმართ.”
სულ რამდენიმე თვის შემდეგ, მან გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთს სურს მთვარის „მოპარვა“, რასაც ჩინეთის რეაქციაც მოჰყვა.
» ,,აშშ-ს მხარე მუდმივად ეწევა ცილისმწამებლურ კამპანიას ჩინეთის ნორმალური და გონივრული ძალისხმევის წინააღმდეგ კოსმოსში,” - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა Zhao Lijian-მა პრესასთან.
,,და ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს.”
გასულ შემოდგომაზე, ნელსონმა კვლავ განაცხადა, რომ ჩინეთი გეგმავს მთვარის რესურსების მოპოვებას თავისთვის და ეს არის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება "გაეროს" სავალდებულო ხელშეკრულებას, რომელიც 1967 წელს გაფორმდა.
ბოლო გამოსვლებში ნელსონმა კვლავ გაიმეორა ეს ყოველივე და 2025 წლისთვის მეტი ფინანსები მოითხოვა.
» „ბოლოს მათ თქვეს, რომ აპირებდნენ მთვარეზე დაშვებას 2030 წლისთვის, მაგრამ ეს თარიღი სულ უფრო ახლო ხდება“, - განუცხადა ნელსონმა კონგრესს. იტყობინება Sky News-ი.
„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ პირველი მივიდეთ იქ [მთვარეზე] და გამოვიყენოთ ჩვენი კვლევითი ძალისხმევა მშვიდობიანი მიზნებისთვის."
NASA-ს ხელმძღვანელის მსგავსი განცხადებების გრძელი ჩამონათვალი მართლაც აჩენს კითხვას - ჩინეთია შეტევაზე თუ ამერიკა?
ერთი რამ ცხადია, კონკურენცია ხარისხიანს ხდის აჩქარებს პროცესებს.
3