ჩინეთი სინათლით მკვებავ ჩიპს ავითარებს, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ზოგადი ინტელექტის გაძლიერება

4
ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI) - როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ან ადამიანივით ჭკვიანია🤖
✦ ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პატარა მოდულური ჩიპი, რომელიც იკვებება სინათლით და არა ელექტროენერგიით და მისი გამოყენება ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) მომავალი მოდელის გასაწვრთნელად და ასამუშავებლად სურთ.
Live Science-ს თანახმად, ახალი ჩიპი, სახელწოდებით "ტაიჩი" (Taichi), არის უფრო დიდის მცირე ნაწილი და ეს "უფრო დიდი" შედგება მრავალი ინდივიდუალური ჩიპისგან ("ტაიჩის" მოდულების ჩათვლით), რომლებსაც ერთად შეუძლიათ შექმნან რთული და ძლიერი გამოთვლითი სისტემა.
თუ "ტაიჩი" საკმარისად მასშტაბური იქნება, ის საკამოდ ძლიერი იქნება მომავალში AGI-ების გასაწვრთნელად და გასაშვებად, ამბობენ მეცნიერები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.
AGI ხელოვნური ინტელექტის (AI) ჰიპოთეტური მოწინავე ტიპია, რომელიც თეორიულად ისეთივე ჭკვიანი იქნება, როგორც ადამიანები, კოგნიტური აზროვნების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ასეთი სისტემებისგან ჯერ კიდევ მრავალი წელი გვაშორებს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ AGI აგენტი 2027 წლისთვის შეიქმნება.
Image: Future Post / AI
4