უჩვეულო ეკვატორული ფენომენი დედამიწის მეორე მხარეს აღმოაჩინეს 🤔
✦ ეკვატორული პლაზმის ბუშტები (EPB) გახლავთ ზედმეტად გახურებული აირის უბნები, რომლებიც წარმოიქმნება დედამიწის ზედა ატმოსფეროში, ეკვატორის მახლობლად, ჩვეულებრივ, მზის ჩასვლის შემდეგ.
ამ ბუშტებს შეუძლიათ კომუნიკაციისა და სანავიგაციო სიგნალების შეფერხება და მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან დეტალები მათ შესახებ.
იმის გამო, რომ ისინი გავლენას ახდენენ დედამიწისა და კოსმოსის ერთმანეთთან დაკავშირებაზე, მათი შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად და ატმოსფეროს უკეთ გასაგებად.
ეგვიპტის თავზე აღმოჩენილი პლაზმას უზარმაზარი ბუშტები უჩვეულო არ გახლავთ, რადგან ისინი იქ ყოველწლიურად წარმოიქმნება.
საინტერესო და გასაკვირი დაფიქსირებაა და არა მათი იქ არსებობა.
ამრიგად, ბუშტების არსებობა სიახლე არ არის, მაგრამ ჩინეთიდან რეალურ დროში ცვლილებების დანახვა ნამდვილად გასაოცარია.
ჩინეთმა სარადარო სისტემა ააშენა, სახელწოდებით LARID-ი, რათა თვალყური ადევნოს ატმოსფეროში პლაზმას ბუშტებით გამოწვეულ ცვლილებებს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ასეთი რადარების ქსელის შექმნა, ამ მოვლენების მონიტორინგისთვის, შეიძლება იყოს რევოლუციური.
ეკვატორული პლაზმას ბუშტები ცვალებადია სეზონიდან სეზონამდე და ოდნავ ჰგვანან ამინდს, თუმცა ამინდისგან განსხვავებით, მათზე ასევე მოქმედებს მზის აქტივობა - ბოლოს და ბოლოს, ეს ბუშტები ხომ კოსმოსური ამინდია.
მათი პროგნოზირების შესაძლებლობა - თუ სად გაჩნდებიან ისინი, როდის და რა ზომის - შეიძლება გადამწყვეტი იყოს სატელიტების მუშაობისას წარმოქმნილი შეფერხებების შესამცირებლად.
სატელიტები მრავალი მიზნით გამოიყენებიან (ნავიგაცია, კომუნიკაცია და ა.შ.) და ამ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ისინი გავლენას ახდენენ ყველა ჩვენგანზე.