ცელნამგალა ვეშაპები ერთმანეთს ნავების ჩაძირვას ასწავლიან - ექსპერტები პასუხებს ვერ პოულობენ

5
ცელნამგალა ვეშაპების მიერ, ევროპის სანაპიროებთან, ნავების ჩაძირვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა 🤔🐳
• ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულის მახლობლად მცურავ ნავებზე ვეშაპების თავდასხმების ზრდამ, მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რეალურად, ისინი ასწავლიან ერთმანეთს იალქნიანი ნავების ჩაძირვას, იუწყება Live Science-ი.
ვეშაპების მზარდი ძალადობრივი შეტაკებების შესახებ ცნობები 2020 წლიდან თარიღდება.
მაგრამ, მხოლოდ ამ თვეში არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, რატომ ძირავენ ვეშაპები მოულოდნელად იალქნიან ნავებს (იახტებს), მათ აქვთ საფუძვლიანი თეორია: შურისძიება.
მოკლედ რომ გითხრათ, ალფრედო ლოპეს ფერნანდესმა, პორტუგალიის ავეიროს უნივერსიტეტის ბიოლოგმა თქვა, რომ ერთი მდედრი ვეშაპი მეტსახელად თეთრი გლედისი, დაშავდა იახტასთან შეტაკებისას.
"აგონიის ამ კრიტიკულმა მომენტმა", როგორც მას მკვლევრები უწოდებენ, გამოიწვია გლედისის ქცევის ცვლილება, რომელმაც დაიწყო მსგავს გემებზე შეტევა.
» ,,ამ ტრავმირებულმა ვეშაპმა, ასეთი ქცევა ნავთან ფიზიკური კონტაქტის შემდეგ დაიწყო,” - უთხრა ლოპეს ფერნანდესმა Live Science-ს.
თეორია არის ის, რომ სხვა ზრდასრულმა ვეშაპებმაც აირჩიეს ეს ქცევა და ნავების მიმართ უფრო აგრესიულები გახდნენ.
ახლა კი, როგორც ჩანს, ამ ზრდასრულების შვილებმაც ისწავლეს მშობლების მსგავსად მოქცევა.
ლოპეს ფერნანდესის თქმით, ჯერჯერობით, ნავების ჩაძირვა მხოლოდ "სახალისო საოჯახო გასართობია".
» „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვეშაპები ასწავლიან თავიანთ შვილებს, თუმცა ეს ქცევა შვილებს შორის ვერტიკალურად გავრცელდა, მხოლოდ იმიტაციის გზით, შემდეგ კი ჰორიზონტალურად, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანს წარმოადგენს მათ ცხოვრებაში," - დასძინა ფერნანდესმა.
ცნობილია, რომ მკვლელი ვეშაპები (ასეც უწოდებენ მათ აგრესიულობიდან გამომდინარე) თავს ესხმიან გემების შედარებით მცირე რაოდენობას.
თუ სიტუაცია დაიძაბება, მეზღვაურებსა და ვეშაპებს ერთმანეთისგან საფრთხე ემუქრებათ.
იმედია, ქაოტური ლეგენდა "თეთრი გლედისი" მალე აირჩევს მშვიდობას.
მთავარი ფოტო: The Mirror
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
5