ცოცხალი მამონტის ნახვას, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით

5
კომპანიის თქმით, 2028 წლისთვის ცოცხალ მამონტს შექმნიან 🦣🤔
✦ კომპანია Colossal Bioscience-მა მიზნად დაისახა, რომ 2028 წლისთვის ბეწვიანი მამონტი შექმნას.
მრავალმხრივი მიდგომის გამოყენებით, ბეწვიანი მამონტების შექმნაზე მომუშავე გუნდი ამბობს, რომ აღმოაჩინეს, თუ როგორ უნდა "გადააპროგრამონ" სპილო ღეროვანი უჯრედების მსგავსი უჯრედების მისაღებად, რომლებიც შეძლებენ სამ ჩანასახოვან ფენად დიფერენცირებას, რაც აუცილებელია ორგანიზმში უჯრედების ყველა ტიპის წარმოსაქმნელად.
IFLScience-ს თანახმად, მათი გზა სიცივისადმი მდგრადი ძუძუმწოვრის შექმნისკენ, რომელსაც შეუძლია შეითავსოს დიდი ხნის გადაშენებული მამონტის როლი ეკოლოგიაში, მოიცავს მის მთავარ ფენოტიპებთან დაკავშირებული გენების იდენტიფიცირებას.
შემდეგ კი, ამ გენების ჩანერგვა შესაძლებელი იქნება თანამედროვე ცხოველებში.
ანუ, სპილოს შესაძლოა ბეწვიანი მამონტის მახასიათებლები განუვითარდეს: სიცივისადმი მდგრადობა, მოხრილი ეშვები და თავის გუმბათოვანი ქალა.
თუ მეცნიერები შეძლებენ ამ გენების აღდგენას, რომლებიც საჭიროა ამ მახასიათებლების გამომუშავებისთვის, მაშინ მამონტების არქტიკაზე ხილვას შევძლებთ.
ამ გენების საპოვნელად ჯერ გადაშენებული ცხოველის უახლოესი ნათესავი უნდა იქნეს შესწავლილი და მამონტის შემთხვევაში, ეს ნათესავი აზიური სპილო გახლავთ, რომელიც გენეტიკური თვალსაზრისით, 99.6 პროცენტით ჰგავს ბეწვიან მამონტს.
თუ გაინტერესებთ, რატომ გვინდა ან გვჭირდება მამონტების დაბრუნება, გეტყვით, რომ მათ შეუძლიათ დრამატული გავლენა მოახდინონ გარემოზე და აქვე გთავაზობთ გენეტიკოსის მოხსენებას მედიასთან.
» ,,ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ეკოსისტემაზე დადებითად ვიმოქმედოთ, რომელიც, სავარაუდოდ, 10 000 წლის წინ ადამიანების საქმიანობიდან გამომდინარე იქნა განადგურებული, რამაც სავარაუდოდ არქტიკაზე ყველა ბალახისმჭამელის გადაშენება გამოიწვია.
სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბალახოვანი ლანდშაფტიდან ხით მდიდარ ლანდშაფტებად გადაქცევაც",
- თქვა გენეტიკოსმა ჯორჯ ჩარჩმა IFLScience-სთან საუბრისას.
„ხეები ნაკლებად პროდუქტიული არიან ფოტოსინთეზის თვალსაზრისით, ისინი აკავებენ მეტ სითბოს და ზამთარში თოვლსაც იჭერენ, რათა ნიადაგის სწრაფი გაყინვისგან იზოლირება მოახდინონ.
ეს სამი რამ - დაბალი პროდუქტიულობა, დაბალი (ნახშირბადის) სეკვესტრირების უნარი და მაღალი ტემპერატურა - ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით ნახშირბადი შეიძლება გამოთავისუფლდეს მეთანის სახით, რაც ნახშირორჟანგზე 80-ჯერ უარესია.
თუ შევძლებთ მეგაფაუნის, ბალახიჭამია მეგა ცხოველების ხელახლა შექმნას, ისინი მდელოების შენარჩუნებას უზრუნველყოფენ და ეკოსისტემა შეიძლება დაუბრუნდეს უფრო გამძლე და პროდუქტიულ მდგომარეობას“.
Image: History.com
5