ძველი ქართული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

8
ფილმების ყურება ნამდვილად ძალიან კარგი განტვირთვაა - შეგვიძლია ვიმხიარულოთ, მოვიწყინოთ, ვიმუგზაუროთ სხვადასხვა ადგილებში და პერსონაჟების სიყვარულის ისტორია საკუთარივით განვიცადოთ. არ მეგულება ადამიანი რომელსაც ფილმების ყურება და დროის ამგვარად სასიამოვნოდ გაყვანა არუყვარდეს.
დამეთანხმებით, მეტად განსაკუთრებულია ჩვენი, ქართული ფილმები, რომლებიც ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი, რადგან უკეთ გავიცნოთ და ვეზიაროთ ჩვენს წარსულს. ხოდა ამიტომ გადავწყვიტე, რამდენიმე გამორჩეული ქართული ფილმი გაგიზიაროთ.

1. ჭრიჭინა

ახალგაზრდული სიყვარული, დრამები, ჩახლართული ამბები და იუმორი ერთ ფილმშია გადაღებული. ჭრიჭინა რომ თანამედროვე ფილმი ყოფილიყო დღევანდელი სკოლის მოსწავლეების (და არა მარტო) გულს აუცილებლად დაიკავებდა და საყვარელი ფილმების სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილსაც დაიჭერდა.
ფილმის ლინკი

2. იმერული ესკიზები

ფილმის ყურებისას ნამდვილად დარწმუნდებით, რომ ის სიკეთე, ადამიანურობა, კომუნიკაცია, იუმორი და ისტორიები დღევანდელობას ძალიან აკლია. ამიტომ გირჩევთ, აუცილებლად უყუროთ მას და ეს დანაკლისი ამ საოცარი ფილმით შეივსოთ.
ფილმის ლინკი

3. შერეკილები

ერთაოზისა და ქრისტეფორეს თავგადასავალი, რომელიც სავსეა სევდით, სიყვარულითა და მხიარულებით. გირჩევთ, აუცილებლად უყუროთ და თვალი ადევნოთ ერთაოზის ხიფათიან მოგზაურობას ქალაქში. 
ფილმის ლინკი

4. როცა აყვავდა ნუში

ეს არის ფილმი, რომელიც ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. ზურას შეჯიბრი, შეყვარებული, მამის გავლენები და მოგვარებული პრობლემები, რომლებიც პირად ცხოვრებაში ხელს უშლიან თუმცა საბოლოოდ მამის გავლენებს თავდაღწეული ბიჭი და დანაშაულის აღიარება - ბევრი ისტორიის სიუჟეტია ერთად გადაღებული ამ ფილმში. ამ ისტორიებიდან ერთი კარგი სერიალიც კი გამოვიდოდა.
ფილმის ლინკი 

5. უძინართა მზე

ეს არის ფილმი, რომელსაც რამდენიმე წლის მანძილზე იღებდნენ, რადგან მისი სიუჟეტები გამუდმებით იცვლებოდა. ნამუშევარი რამდენიმე ენაზეც კია ნათარგმნი. 
ექიმ გელა ბენდელიანს კიბოს ვაქცინის შექმნაში წლები დასჭირდება. სამეცნიერო საბჭოს არ აინტერესებს ის ექსპერიმენტები, რომლებსაც ის ატარებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში.  დათო, გელას ვაჟი, აღმოაჩენს ერთ-ერთ საცდელ ვირთხას სახელად "პელე", რომელიც განზრახ დაინფიცირდა, მამის გარდაცვალების შემდეგ მეტასტაზებისგან თავისუფლდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გელას ექსპერიმენტი წარმატებული იყო.
ფილმის ლინკი
8