,,ძლიერი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის ლიდერი, ლექსო გოგოხია აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
, , 32 წელია ეს ხალხი აქ ცხოვროვს, შენობა ავარიულია, ახლოს არ არის არცერთი მარკეტი, არც ტრანსპორტი, გზის განათება, გაზი, საბავშო სივრცე, ეს უბრალოდ ნაგავსაყრელია სადაც ამდენი წლის განმავლობაში ამ ხალხს მთავრობა აცხოვრებს!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც არასდროს არ ყოფილა დევნილებთან და ისინი უბრალოდ კორუფციის ჭაობში სხედან, დამალულები არიან თბილისში!
მე ვაძლევ დევნილებს პირობას, რომ ყველგან მოვალთ!
ძლიერი საქართველო (საარჩევნო ნომერი - 9)
26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, 5 წელიწადში ეტაპობრივად ყველა დევნილს მისცემს შესაბამის საცხოვრებელ ფართს და ამ პრობლემას წერტილს დაუსვამს!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაიბრუნებს თავის ფუნქციას და ის იქნება დევნილების მსახური და არა დევნილები მათი მსახური!
გამარჯვება ახლოსაა!
ერთად დავასრულოთ დევნილობა!''. - განაცხადა ლექსო გოგოხიამ