წალენჯიხას, აშშ-ის საელჩოს ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი, სარა ქრეიგელი სტუმრობდა

5
ამერიკის საელჩოსთან წალენჯიხის მერია თამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.
წალენჯიხას აშშ-ის საელჩოს ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი, სარა ქრეიგელი სტუმრობდა. მან ამერიკული კუთხე დაათვალიერა, რომელიც ერთი წლის წინ ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის რეკომენტაციით გაიხსნა.
ქრეიგელისთვის ეს მუნიციპალიტეტში პირველი ვიზიტია. მან წალენჯიხაში საჩუქრებიც ჩამოიტანა. სტუმარს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ამერიკული თაროს ხელმძღვანელი სალომე ზარქუა და ადგილობრივი ახალგაზრდები შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.
გიორგი ხარჩილავას თქმით: წალენჯიხაში სულ მალე ახალგაზრდული ცენტრი აშენდება, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს და ახალგაზრდებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სთხოვა მხარდაჭერა მომავალში გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებიც ჩაერთონ ამ პროექტში და საერთოდ, რაც შეიძლება ბევრმა წალენჯიხელმა ახალმა თაობამ მიიღოს განათლება ამერიკულ თაროში.
მუნიციპალიტეტის მერია კი, მზადყოფნას გამოთქვას თავისი კუთხითაც სრული მხარდაჭერა გამოხატოს პროექტის განსახორციელებლად. დასარულს მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ სტუმრებს, მუნიციპალიტეტის სახელით მცირედი საჩუქრები გადასცა.
5