წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას

4
1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა.
დღეს, 9 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ამ დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა, სკვერი ტიტებით შეიმკო.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქართული საგალობლები შეასრულეს ანსამბლებმა "ბედინერამ" და "მამულმა". მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლეებმა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით, სოფელ ნაგურუს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.
დღის ბოლოს, შემაჯამებელი ღონისძიება ააიპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის - წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ნუნუ შანავა , საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
9 აპრილთან დაკავშირებით , გიორგი ხარჩილავამ როგორც ერთერთმა ცხრა აპრილის მოვლენების მონაწილემ გაიხსენა თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ისაუბრა იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც 21 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. როგორ მოიწამლნენ ადამიანები გაზით და როგორი იყო ზოგადად რუსული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.
"ეს თარიღი თავისუფლებისთვის ბრძოლის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა საქართველოში.
მადლობა თავისუფლებისათვის ყველა იმ გმირს რომელმაც თავისუფლება გვაჩუქა"-აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
4