წიგნის კინძვის ვორქშოპი I Design Institute

7
27 ნოემბერს დიზაინის ინსტიტუტში წიგნის კინძვის ვორქშოპი გაიმართება. ვორქშოპს გაუძღვება კურატორი და გამომცემელი - ნინა ახვლედიანი.
მონაწილეები ისწავლიან, როგორ დაამზადონ ცივი წებოთი წიგნის შემკვრელი ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია The Bookbinding Workshop (BB)-ის მიერ, გერიტ რიტველდ აკადემიაში.
ნინა ახვლედიანი — დამოუკიდებელი კურატორი და გამომცემელია. თანამედროვე ვიზუალურ და ინტერდისციპლინარულ პროექტებზე ორიენტირებული გამომცემლობა - კონა წიგნების თანადამფუძნებელი. ასევე წიგნის მაღაზია Posta da Kona-სა და დამოუკიდებელი არქივის პრაქტიკის — "დინება" თანადამფუძნებელი. TBC-ის ყოფილი მრჩეველი კორპორატიული ხელოვნების კოლექციის შეძენისა და მართვის საკითხებში და არქივის კურატორი დავით კაკაბაძის ფონდში.
დასწრების მსურველებმა გააგზავნეთ შეტყობინება მეილზ - 
contact@di.ge
7