წითელ პლანეტაზე თხევადი წყალი აღმოაჩინეს

2
მარსზე თხევადი წყალია 🙌🏼
✦ NASA-ს კოსმოსური აპარატის, InSight-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ, თხევადი წყლის ოკეანეებია.
მარსი ამჟამად ცივი და უკაცრიელი პლანეტაა, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო.
პლანეტის წარმონაქმნებისა და მახასიათებლების დათვალიერებითა და შესწავლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდესღაც მის ზედაპირზე იყო სითხე, რომელიც ასაზრდოებდა მას.
დღეს, ამ პლანეტას ზედაპირზე და მის ქვემოთ წყალი ყინულის სახით გააჩნია, რადგან პლანეტა ძალიან ცივია ზედაპირზე წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის.
ამ წყალს მხოლოდ ორი მიმართულება ჰქონდა, საითაც შეეძლო, რომ წასულიყო: ზევით ან ქვევით.
სავარაუდოდ, მარსს უფრო მკვრივი ატმოსფერო გააჩნდა მის პირველ მილიარდ წელიწადში, რაც ხელს შეუშლიდა ატმოსფეროდან წყლის კოსმოსში გაფრქვევას.
მარსის ატმოსფერო ახლა დედამიწის ატმოსფეროზე 100-ჯერ ნაკლები სიმკვრივისაა და წყალი, სავარაუდოდ, მაშინ დაიკარგა, როდესაც ატმოსფერომ შეთხელება დაიწყო.
წითელი პლანეტის შემადგენლობის გამოსაკვლევად, "ნასამ" კოსმოსური აპარატი InSight-ი გაგზავნა, რათა შეესწავლა პლანეტის შიგთავსი სეისმოლოგიის გამოყენებით.
ზედაპირის ქვეშ, სეისმური ვიბრაციების შესწავლით, მეცნიერებს შეუძლიათ შექმნან კონკრეტული მასალის შემადგენლობის სურათი, როდესაც ვიბრაცია მასში გაივლის.
მარსძვრების (მარსის მიწისძვრა) ტალღების ცვლადი სიჩქარის ნახვისას, გუნდის მიერ შედგენილმა მოდელმა აჩვენა, რომ „ქერქის შუა ნაწილი, რომელიც შედგება მაგმური ქანების ნამსხვრევებისგან, გაჯერებულია თხევადი წყლით, რაც საუკეთესოდ ხსნის ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს“.
სამწუხაროდ, წყალი, სავარაუდოდ, მიუწვდომელია მომავალი ასტრონავტებისთვის, რადგან იგი ზედაპირიდან 11.5-დან 20 კილომეტრამდე სიღრმეშია ჩამალული.
» „თხევადი წყლის დიდი რეზერვუარის არსებობის დადგენა იძლევა გარკვეულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იყო ან შეიძლება ყოფილიყო კლიმატი წითელ პლანეტაზე“, - დასძინა მაიკლ მანგამ, დედამიწისა და პლანეტარული მეცნიერებების პროფესორმა.
„როგორც მოგვეხსენება, წყალი აუცილებელია სიცოცხლისთვის.
მარსზე სიცოცხლის მტკიცებულება არ გვიპოვია, თუმცა შევძელით და მაინც დავადგინეთ ადგილი, რომელსაც პრინციპში სიცოცხლის მხარდაჭერა უნდა შეეძლოს“.
მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.
2