"წინსვლის გზა შეიძლება წინწაუსვლელობა აღმოჩნდეს"

3
კონკურენტული წნეხი,  რომლის წინაშეც ბიზნესი დგას,  მუდმივად იცვლება: ჩნდება ახალი  იდეები და დამანგრეველი ტექნოლოგიები,  იცვლება ქვეყნების ეკონომიკური ძალა და ბაზრის დინამიკა. მიუხედავად ყველაფრისა,  ბიზნესისტორია სავსეა იმ კომპანიების მაგალითებით,  რომლებმაც ეს ცვლილებები უგულებელყვეს და წინ ადრინდელ გარემოზე  დაყრდნობილი დაუდევარი  სტრატეგიებით წავიდნენ.
ამის თავიდან ასაცილებლად და კანონებისა თუ ვარაუდების კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად"არასტანდარტული" ("ყუთს გარეთ")
აზროვნების იდეა იქნა წამოყენებული,  რაც  გულისხმობს,  რომ ხანდახან წინსვლის ერთადერთი გზა  ადგილზე დარჩენაა. 
" არასტანდარტული" აზროვნების  იდეა1960-იან წლებში წარმოიშვა და ცხრა  წერტილიან თავსატეხზეა  დაფუძნებული,  თამაშზე,  რომელსაც  მართვის  კონსულტანტები"ლატერალური" აზროვნების (გაფართოებული მსჯელობის) წასახალისებლად იყენებდნენ. თავსატეხის ამოხსნა ხაზების პირდაპირმნიშვნელოვნად ყუთის გარეთ გავლებას მოითხოვდა. ეს ფრაზა მომავალში ნებისმიერი  სახის ბანალურობას მოწყვეტილი  შემოქმედებითი აზროვნების აღსანიშნავად შემოიღეს. დღეს"ყუთის გარეთ" აზროვნება ინოვაციას,  ბაზრის ცვლილებების საქმის  კურსში ყოფნის საჭიროებას და  აზროვნების ჩვეული გზებისთვის თავის არიდებას გულისხმობს. 
მამაცური უკან დახევა
არასტანდარტული აზროვნების  საპირისპირო სწორხაზოვანი აზროვნებაა,  რომელმაც ბევრი  ბიზნესი   დაანგრია. 2000-იან წლებშ იონლაინ სოციალური მედიის ბაზარზე გაბატონებული MySpace-ი ამის მაგალითია,  თუ როგორ შეიძლება ბიზნესი სტრატე გიული ეკონიის,  ანუ კონკურენციასა და ცვალებად ბაზართან ადაპტაციის ნაცვლად,  სუსტ სტრატეგიებზე ჩაბღაუჭების მსხვერპლი    გახდეს. MySpace-ი 2005 წელს NewsCorp-მა 580 მილიონ დოლარად იყიდა,  კომპანია  2013 წელს 31 მილიონ დოლარად გაიყიდა რადგან ფანტასტიკურად წარმატებული   სოციალური ქსელის, Facebook-ის შემქმნელის   მარკ ცუკენბერგის შემოქმედებით ხედვას ვერ გაუწია კონკურენცია. MySpace-ის გადარჩენა ახლებურ აზროვნებაზე იყო დამოკიდებული და კომპანი ამ ბიზნესის შემოტრიალება მუსიკის სფეროს  კრეატიული პროფესიონალების ძირითად ბაზარზე კონცენტრირებისა და  სოციალური ქსელის მასობრივი ბაზრის Facebook-ისთვის დათმობის შედეგად შეძლო.  სხვა  კომპანიებმა უფრო რადიკალური მიდგომის მქონე ლიდერები  დაიქირავეს,  რომ სწრაფი ცვლილებების პერიოდში მათ მეგზურობა გაეწიათ. მაგალითად X-Box-ისა და PlayStation-ის ტექნოლოგიურ უპირატესობაზე Nintendo-ს პასუხი არასტანდარტული აზროვნების შედეგი იყო. ჩვეულებისამებრ,  ფასისა და სულ უფრო და უფრო დახვეწილი თამაშების საფუძველზე,  კონკურენციის   ნაცვლად, Nintendo Wii-მ სრულიად ახალი ბაზარი  შექმნა. მოთამაშის უნიკალური ინტერფეისის შექმნით ხელისუკაბელო კონტროლერებითა და ჯგუფურ თამაშებზე კონცენტრირებით Nintendo Wii-მ კომპიუტერული თამაშები საოჯახო გასართობი გახადა და უცებ ამ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა  ყველა ასაკის და გამოცდილების მქონე მოთამაშეს შეეძლო. რის შედეგადაც  კომანიამ გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მსგავსი"მამაცური უკანდახევის" სტრატეგიის მიმდევარი ლიდერები საკუთარი ნებით უთმობენ დომინანტ    მოთამაშეს ტექნოლოგიურ უპირატესობას ან ბაზარზე პოზიციას და ნაკლებად მოწყვლად (და ხშირად უფრო მომგებიან) ბაზარზე გადიან.
ახლებურად გააზრება
ზოგიერთ ბიზნესლიდერს სჯერა,  რომ შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებმაც კი რაღაც კონკრეტული,  მაგალითად,  ორგანიზაციული სტრუქტურა,  შესაძლოა ბუნებრივად მიიღონ და ჩათვალონ,  რომ ეს ესეც   უნდა იყოს. სწორედ ამიტომ  ცდილობენ,  თავიანთი თანამშრომლები წაახალისონ,  რათა მათ,  პირდაპირიმნიშვნელობით სამსახურის გარეთაც   კი იფიქრონ ახალ იდეებზე.  Protect&Gamble-ის აღმასრულებელი დირექტორი ალან ლეფლი თანამშრომლებს კვირაში   რამდენიმეჯერ გზავნის საათობით მომხმარებლის სახლში,  რათა უკეთ გაეცნონ მომხმარებლის საჭიროებებს და დააკვირდნენ პროდუქტების ვარგისიანობას.
#business #feedc 
3