წინ მიზნისკენ!

9
საზოგადოება ყოველთვის დაინტერესებული იყო სხვისი ცხოვრებით საზოგადოების პირები მუდამ ყოფდნენ უხეშად ცხვირს სხვის საქმეებში ავი თუ კარგი მიზნით, კეთილი თუ ბოროტი გულითა და ზრახვით.
სამწუხაროა, ის, რომ დღესაც ასეთია რეალობა და ამ მხრივ საზოგადოება ვერ განვითარდა, ვერ ისწავლა და იმავე საფეხურზე დარჩა
ისმის კითხვა, თუ რატომ არიან ადამინები დაინტერესებულნი სხვისი ცხოვრებით? რისთვის ძიობენ სხვა ადამიანების წარმატებას თუ წარუმატებლობას, იღბალს თუ უიღბლობას, უნარს თუ უუნარობას და მერმე რატომ ხდება ერთმანეთის შედარება, რომ ერთი მეორეზე უკეთესია, ან პირიქით, მეორე ჯობს თავისი შესაძლებლობებით პირველს.რატომ განსაზღვრავენ ქულებით ადამიანის უნარებს, მათ შესაძლებლობებს და რა მიზნით ამყარებენ მოსაზრებას, რომ მაღალ ქულას თუ აიღებ ძლიერი , ნიჭიერი, განათლებული ხარ, თუმცა არავინ საუბრობს ხმამაღლა იმაზე, თუ რა არის გამოცდა, საგამოცდო გარემო, სტრესი, (ღელვა, ) რომელიც თან ახლავს თითოეულ აბიტურიენტს ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა ასე თუ ისე ყველამათგანის გულს ეხება ის შიში, ემოციური სტრესი, რომელსაც გამოცდა ჰქვია.
რატომ არ ვსაუბრობთ ხმამაღლა რეალობის შემცველ დეტალებზე, რომლებსაც ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აბიტურიენტისთვის?
მაგალითად იღბალი, რომელიც სამწუხაროდ, ყველას არ სწყალობს…
ჩვენი საზოგადოება არ მიეკუთვნება თანამედროვე სამყაროს, ვერ ვიტყვით, რომ 21 ე საუკუნეში მცხოვრები პირები არიან, რადგან მათ ძველი, სტერეოტიპული მიდგომა აქვთ ამ საკითხისადმი, კერძოდ, თუ გრანტი აიღე კარგად გისწავლია, გონიერი ყოფილხარ, გიშრომია, მაგრამ იმ შემთხევვაში თუ დაფინანსებაში ვერ მოხვდი სათანადოდ არ გიმეცადინია, არ გისწავლია, არ მოგინდომებია და გონებაც ბოლომდე ვერ მოგყოლია
ხშირად მიჩნდება შეკითხვა ნეტავ, როდის დაიწყებს ჩვენი საზოგადოება აზროვნებას სწორად, ჰუმანურად და როდის იქნება მათი აზრი ობიექტური ყველანაირ სტერეოტიპულ მიდგომას მოკლებული…
მინდა გითხრათ, რომ გრანტი და ზოგადად ქულა უმეტესშემთხევაში ადამიანის ცოდნას, მათ განათლებას, შესაძლებლობებსა და უნარებს არ განსაზღვრავს
გამოცდა და მისი შედეგები ინდივიდუალურია ზოგისთვის ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტანი, ზოგისთვისაც მწუხარების ასევე არსებობს მესამე ჯგუფი ვისთვისაც გამოცდას , , ცხოვრებისეული მასწავლებლის" როლი ჰქონდა და მასში რაღაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა იმისთვის, რომ მომავალი სწორად განსაზღვრონ, ფეხზე მყარად დადგნენ და ყველა გამოწვევას შესაბამისად უპასუხონ...არ ვიცი თქვენ რომელ აბიტურიენტთა რიცხვს მიეკუთვნებით ამას, არც აქვს მნიშვნელობა, თუმცა რეალურად, რომ ვთქვათ შედეგებისგან კმაყოფილი აბიტურიენტი ვერ გაიზიარებს სხვა დანარჩენის ემოციებს ისევე, როგორც ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილის მქონე აბიტურიენტი ვერ იგრძნობს კმაყოფილის ემოციებს, რადგან მათ სხვადასხვა შედეგი, სურვილი და მიზანი აქვთ.ვიღაცას გული სწყდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დადო ის შედეგი, რასაც ელოდა, ვიღაც ამავდროულად ამაყობს საკუთარი თავით, რადგან შეძლო და დადო ღირსეული შედეგი და ვიღაც კი განიცდის, რადგან დაკარგა სწავლის ერთი წელი, თუმცა ამით არ მთავრდება ცხოვრება, პირიქით, რაღაც ახალი და კარგი იწყება.ამ დროის მანძილზე შეგიძლიათ დაისახოთ ახალი მიზნები და იბრძოლოთ საკუთარი თავის განვითარებისთვის, უზრუნველი მომავლისთვის და შექმნათ ის, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ აკეთოთ საქმე, რომელიც დაგეხმარებათ ღირსეულად ცხოვრებაში
ყველას წარმატებულ მომავალს გისურევებთ ისეთს, როგორიც თქვენ შეგეფერებათ!
9