ჭარბი წონის საწინააღმდეგო პოპულარულ წამალს სიმსივნის მკვლელი ფარული ეფექტი აქვს

4
წონაში კლება წამლის მხოლოდ მოულოდნელი გვერდითი ეფექტი იყო😲
• აღმოჩნდა, რომ სიმსუქნის საწინააღმდეგო პოპულარული პრეპარატი აღადგენს იმუნური უჯრედების ფუნქციებს, რომლებიც მიმართული არიან სიმსივნეზე, მიუხედავად იმისა, დაიკლო თუ არა ადამიანმა მკურნალობის შედეგად.
ირლანდიელი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ შეისწავლა, შეუძლია თუ არა სემაგლუტიდს, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატს, ასევე დაეხმაროს ჭარბწონიან ადამიანებს უჯრედული მეტაბოლიზმის პრობლემების შემსუბუქებაში.
წონაში კლება წამლის მხოლოდ მოულოდნელი გვერდითი ეფექტი იყო.
იგი მუშაობს ნაწლავის ჰორმონის GLP1-ის მსგავსად, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უმცირებს ჭამის სურვილს და თავს დიდხანს აგრძნობინებს დანაყრებულად.
როგორც აღმოჩნდა, სემაგლუტიდს აქვს კიდევ ერთი პოტენციურად სასარგებლო ეფექტი ჭარბწონიანი ადამიანებისთვის: ის აღადგენს იმუნური უჯრედების ფუნქციონირებას (მათ ბუნებრივი მკვლელი უჯრედები ჰქვიათ), რომლებიც ებრძვიან სიმსივნესა და ინფექციებს.
» „ამჟამინდელი შედეგები წარმოადგენს ძალიან პოზიტიურ სიახლეს ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის და ვარაუდობს, რომ მკურნალობის მეთოდების ოჯახის სარგებელი შეიძლება გავრცელდეს კიბოს რისკის შემცირებაზე,“- ამბობს ენდოკრინოლოგი და კვლევის თანაავტორი დონალ ო'ში, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.
• 20 ადამიანზე ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი მკვლელი უჯრედების სრული ბრძოლისუნარიანობის აღდგენამ, შეიძლება ხელი შეუწყოს კიბოს განვითარების რისკის შემცირებას. უბრალოდ, ეს შედეგი ჯერ არ გვინახავს.
ბუნებრივი მკვლელი უჯრედები სხეულის იმუნური სისტემის ნაწილია - თავდაცვის პირველი ხაზი, რომელიც აქტიურდება თავდამსხმელის შემოჭრის პირველივე მომენტში.
ცნობილია, რომ ისინი მიზნად ისახავენ სიმსივნის უჯრედებს და ებრძვიან ინფექციებს.
კვლევა ჟურნალ Obesity-ში გამოქვეყნდა.
4