ხათუნა გოგბერაშვილის პოეზია

ByArt infoItaly
10
***
გოგონა უბრალო ფანქრის ფერი უბრალო კონტურებით და ხაზებითუბრალო სევდიანი გამოხედვითუბრალო თაფლისფერი თვალებით.გოგონა უბრალო ფანქრის ფერიის სხვა ფერად ფანქრებს სულ არ ჰგავსასეთი უცნაური, ასეთი უჩვეულოარავის არასდროს უნახავს.გოგონა უბრალო ფანქრის ფერიგოგონა პატარა გულით, მასშია ის რასაც ვერასდროსვერავინ იყიდის ფულით.
***
ერთი წამით ვიჩქარე და იმ ერთი წამით დამიგვიანდა......ათასმეორედ ვიწყებ სიცოცხლეს ათასმეერთე სიკკვდილის შემდეგდა როს ვიფიქრე გამომზიანდა.... ისევ დავეცი.....მაგრამ მჯერა ადგომას შევძლებ.იმ ერთი წამის დაგვიანებით ვიჩქარე სწორედეჰ რა რთულია უსუსური სულის ტარებაავდრობს ცხოვრება, ქარიშხალობს, გმინავს და ბორგავსაღარ მაღირსა დაოსებულს გამოდარება.ერთი წამით ნაჩქარევი დაგვიანებითმოპარულ ფერებს პალიტრაზე ვეღარ ვაზავებვიღებ ტილოს.... ვიწყებ ხატვას ახალ დღეებისმაგრამ სურათის მოხატვასაც ვეღარ ვამთავრებდაუსრულებელ მოუხატავ დღეთა ტილოებსასე ვაგროვებ წარსულებად და ახალს ვიწყებნუ დამივიწყებ....ნუ მომიშორებ....ნუ დამთმობ კარგოდაცემულს მოდი სიკეთის ხელი გამომიწოდე.....
***
ეს მე ვარქარი, ხან ნიავი ხანაც გრიგალიეს მე ვარ ქალიხან მშვიდი და ხანაც მტირალიეს მე ვარ სატრფომე ვარ დედადა მე ვარ ევამე ვარ სიმშვიდემე ვარ დემონიჰო მე ვარ მე ვარ.ეს მე ვარ ცეცხლიჯოჯოხეთის ღრმა უფსკრულიდანეს მე ვარ ლავა ამოსული მიწის გულიდანეს მე ვარ მზე დამე ვარ მთვარედარაჯი ღამისეს მე ვარ მე ვარჯოჯოხეთიცსამოთხის კარიც.ჰო ესეც მე ვარ კაცის ნეკნი....და მქვია ქალი.
***
ქვიშის საათი უკანასკნელ მარცვლებს დამითვლისგადახსნილ ვენებს შერჩენიათ სისხლის წვეთებიეს ტკივილები უსათუოდ მალე გამივლისდა ჯოჯოხეთის ღრმა უფსკრულში გადავეშვები.
გაწვიმებულა ჩამოსცალა ცრემლები ცამაცგამოიტირა მარტის გულქვა ქარებმა მთებშიმე პოეტურად ამ ქვეყნიდან ისევე წავალროგორც წავიდნენ სისხლნაკლული მზე პოეტები.
არის ავდარი და ავდარზე მეტად მაღონებსუსუსურება ფრთა მოტეხილ ბეღურას რომ ჰგავსდამისხით ერთი და ფიალა მეც მომაწოდეთმარადისობის სადღეგრძელო მეც მინდა რომ ვთქვა.
ქვიშის საათი უკანასკნელ მარცვლებს დამითვლისღვინით არ ვთვრები სიყვარულმა უფრო გამლეშაგაიმეორე მერიქიფევ კიდევ დამისხისანამ სიცოცხლე ქვიშასავით გამითავდება.
მე გავფრინდები უფსკრულებში გავხედნი ქარებსმე გავფრინდები გადავცდები თვალუწვდენ სივრცესდა დღეს ჩემს სულს რაც სტკივა და რაც კი აწვალებსროგორც ძველ რვეულს გადავხევ და ჯოჯოხეთს მივცემ.
***
თუკი დავიწყება მიწერიაუნდა გავქრე როგორც თოვლის ფიფქისანამ ცოცხალი ვარ შემიყვარესანამ გული მიცემს მომიფრთხილდი.კლდის პირს მოსდებია კესანებიცისფერ კაბიანო პატარძალოშენს ცის სილურჯეში მიმაწვინემიწაც შენვე უნდა დამაყარო.არა არ ვიდარდებ სიმარტოვესროცა შენ ამ ქვეყნად მეგულებილოცვა წამიკითხე უცოდველოგულში სასწაულად მეუფლები.ცრემლი არ მანახო ცის თვალებავმხოლოდ ღიმილები გამაყოლეროცა საბნად მიწა მეფარებაშენი ყვავილობა ამაყოლე.

ByArt infoItaly
10