ხანდაზმულებთან ურთიერთობა ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

8
როცა ადამიანი ფუნქციას კარგავს, იქ იწყება მისი კვდომა. შეცდომაა, მოხუცი საქმეს ჩამოვაცილოთ.მსუბუქი საქმე უნდა გავუჩინოთ, როცა ის საკუთარ მნიშვნელობას გრძნობს, მაშინ გაცილებით უფრო მობილიზებული და სიცოცხლისუნარიანია.როცა მოხუცებთან ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ფუნქცია არ დავუკარგოთ; მეტსაც გეტყვით – ზედმეტი გაფრთხილებაც არ არის საჭირო; პირიქით – საქმე უნდა მისცე. კი არ უნდა გაათავისუფლო საქმისაგან.თუ გინდათ, რომ მოხუცმა დიდხანს იცოცხლოს, აუცილებელია, არ დაუკარგოთ მნიშვნელობა. ძალიან ადვილია მათთან ურთიერთობა, თქვენ მარტო ჰკითხეთ, ახალგაზრდობაში როგორ იყო? მათ უყვართ ამბების მოყოლა! უყვართ, როცა გიყვებინ იმ პერიოდზე, როცა ყველაფერი კარგად იყო. უყვართ, როცა ჭკუას გარიგებენ, თქვენ კი, რაც მეტად უსმენთ, მით უფრო მეტად უხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ეს ფსიქოლოგიური ასპექტებია.
8