ხმები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ისმის

3
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ადამიანები უცნაური და ძლიერი ბრახუნის მსგავსი ხმების გაგონებაზე იტყობინებიან, რომლებიც, მათი აზრით, ციდან ისმის. 🤔
✦ ამ უცნაურ ხმებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილში "ბარისალის ქვემეხებს" უწოდებენ.
ასობით წლის განმავლობაში, დაუდგენელი ხმები მთელ შეერთებულ შტატებში გაისმა და აღირიცხა.
IFLScience-ს თანახმად, ამ ხმებს ზოგჯერ მიწისძვრებიც ახლავს, ზოგჯერ კი - არა და ჯერ კიდევ 1811-1812 წლებში გაისმა, ნიუ-მადრიდის მიწისძვრების დროს.
და, 2020 წლის იანვარშიც.
ხმები აღწერილია, როგორც "გუგუნის" ხმა და ზოგჯერ ცივ ტემპერატურასთან ასოცირდებიან და არა სეისმურ აქტივობასთან, თუმცა გამომწვევი მიზეზი ჯერ ისევ დაუდგენელია.
🔗 იხილეთ მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეო კადრები შემდეგ ბმულზე.
2020 წელს, მეცნიერებმა პროექტ ESTA-ს ფარგლებში მოგროვებული სეისმური მონაცემები გამოიყენეს, რათა აეხსნათ ამ ხმების წარმომავლობა.
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა სცადა ამ იდუმალი ხმების წარმომავლობის დადგენა და გაარკვიეს, რომ ბგერებსა და მიწისძვრებს შორის კავშირი არ არის.
სავარაუდოდ, ხმები ატმოსფერული მოვლენაა, რომელიც არ არის დაკავშირებული სეისმურ აქტივობასთან.
მკვლევარმა ელი ბერდმა განმარტა, რომ მათ სჯერათ, რომ ეს ბგერები ატმოსფეროდან მომდინარეობენ და არა მიწიდან.
მიუხედავად მათი მცდელობისა, ხმების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.
ხმებიდან ზოგიერთი შეიძლება დაკავშირებული იყოს საჰაერო ტრანსპორტთან.
ამ ხმების მიზეზად ასევე შეიძლება ჩავთვალოთ ქარიშხლები, ცუნამი, მეთანის აირის წვა ან გეომაგნიტური ქარიშხალი.
პერსპექტიული თეორიაა "ბოლიდები" - მეტეორიტები, რომლებიც ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნიან ხმაურს, ხოლო თავად მეტეორიტი შეუმჩნეველი რჩება.
თუმცა, მეტი მონაცემია საჭირო და ამ დროისთვის ეს ხმები კვლავ საიდუმლოდ რჩებიან.
3