ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 7000 წლის წინ დაგებული გზა აღმოაჩინეს

7
7000 წლის წინ დაგებული გზა 😲🛣️
• არქეოლოგებმა ხორვატიის სამხრეთ სანაპიროზე, ზღვის ტალახის ფენების ქვეშ დამალული, 7000 წლის გზის ნაშთები აღმოაჩინეს.
2021 წელს, ხორვატიის ზადარის უნივერსიტეტის არქეოლოგმა მეით პარიკამ, რომელიც იკვლევდა კუნძულ კორჩულას ირგვლივ არსებული წყლების თანამგზავრულ სურათებს, აღმოაჩინა კუნძული, რომელიც ოდესღაც ხელოვნურად შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც პარიკამ და მისმა კოლეგამ ოკეანის ფსკერზე რაღაც უცნაური შენიშნეს, გადაწყვიტეს ჩაეყვინთათ.
შედეგად, ხმელთაშუა ზღვაში, 4-5 მეტრამდე სიღრმეზე, აღმოჩენილ იქნა ქვის კედლები, რომლებიც შესაძლოა ოდესღაც უძველესი დასახლების ნაწილი ყოფილიყო.
მიწა, რომელზეც სავარაუდოდ ადრე ქალაქი იყო გაშენებული, მთავარი კუნძულისგან მიწის ვიწრო ზოლით იყო გამოყოფილი.
ამ კუნძულების წყალობით ახლად აღმოჩენილი პრეისტორიული გზა, ათასწლეულების განმავლობაში, დაცული იყო ძლიერი ტალღებისგან.
დაახლოებით 4 მ სიგანის გზა აშენებული იყო საგულდაგულოდ დაწყობილი ქვის ფილებით.
დღეს ეს გზა, როგორც წყალქვეშა ნაგებობა, დაფარულია ტალახის სქელი ფენით.
დღემდე შემონახული ხის რადიოკარბონული დათარიღებით, მთელი დასახლება თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4900 წლით.
მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა: ჩონჩხების ნაშთები, არტეფაქტები, გენეტიკური ნიმუშების კომპიუტერული სიმულაციები და მრავალი სხვა წყარო, როგორიცაა 7200 წლის ხორვატიული ყველი, ხელს უწყობს ნეოლითური ხანის შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავებას.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
7