ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, რესტორანი ეზო საქველმოქმედო ფესტივალ შპინგელიადას უმასპინძლებს

9
ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, რესტორანი ეზო საქველმოქმედო ფესტივალ შპინგელიადას უმასპინძლებს.
ბენდები და შემსრულებლები, რომლებსაც ამ დღეს მოუსმენთ:
  • ერეკლე დეისაძე და Vinda Folio
  • არა
  • თამადა
  • Alfreda Stiegliz
  • Murman Tsuladze
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ Tkt.ge-ზე - 50 Gel. კარზე ბილეთის ღირებულება 60 ლარი იქნება.
დასაწყისი: 17:00
შპინგელიადა საქველმოქმედო წვეულებების რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც ბექა მოლაშვილის, იგივე შპინგელ შპონგელის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ტარდება.
2 თვის წინ ბექას ავთვისებიანი სიმსივნე - არაჰოჯკინის ლიმფომა დაუდასტურდა. ეს სწრაფად პროგრესირებადი კიბოა, მაგრამ განკურნებადი. დროულად და ეფექტურად მკურნალობის შემთხვევაში, 3 დან 2 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება, თუმცა დაგვიანებული მკურნალობა დამღუპველია.
ბექა უკვე თურქეთშია და ქიმიოთერაპიის კურსს გადის, თუმცა მას გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე კურსი დასჭირდება.
წყარო: On.ge
9