ქართული ჯაზის ისტორია

9
ჯაზის ისტორია საქართველოში 1930-იანი წლებში იწყება, როდესაც პირველი ორკესტრები გამოჩნდა. მიუხედავად მათი სტილისტიკისა, თითქმის ყველა მათგანს ჯაზს უკავშირებდნენ. 
ვახტანგ ჯალილაშვილის წიგნში "ინსტრუმენტული ჯაზი" ნათქვამია, რომ მეორე მსოფლიო ომამდე იმ ანსამბლების უმეტესობას, რომლებსაც ჯაზს უკავშირებდნენ, მუსიკის ამ ჟანრთან კავშირი თითქმის არ ჰქონიათ. 
თუმცა 1930-იანი წლების მიწურულს ჯაზის ელემენტები უკვე კარგად იგრძნობოდა სხვადასხვა ორკესტრებში, რომლებმაც სსრკ-ში პოპულარულარობა მოიპოვა. მათ შორის ყველაზე დიდი ჯაზ-გვალენა, უფროსი ჯანო ბაგრატიონის 1940-იან წლებში შექმნილ ორკესტრს ჰქონდა. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახლდათ ლეგენდარული ჯაზ-თემა -  "ყვავილების ქვეყანა"
40-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების დასაწყისში, ჯაზის ქართველ მოყვარულებში ასევე პოპულარული იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პოპულარული ორკესტრები (შოთა არაყიშვილი, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი). აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ვალერიან ძაგნიძისა და შალვა ჩხიკვაძის დუეტი, რომლებიც საკუთარი გიტარით მღეროდნენ და დღემდე პოპულარულ სიმღერებს ასრულებდნენ. 
მე-2 მსოფლიო ომის მიწურულს ყოფილ მოკავშირეებს – აშშ-სა და სსრკ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მიზეზი ამერიკელების მიერ ატომური ბომბის გამოგონება გახდა. სწორედ ამ ფონზე სტალინმა აკრძალა ჯაზი – მისი ნებისმიერი ელემენტის გამოყენებაც კი. იგი ამბობდა: „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“. ეს აკრძალვა სტალინის გარდაცვალებამდე მოქმედებდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ჯაზი და ჯაზური ელემენტები მაშინდელ თანამედროვე მუსიკაში თანდათან დაბრუნდა.
ჯაზს უკრავდნენ კინოთეატრებსა და კაფეებში. კინოთეატრებში ორკესტრები სეანსებს შორის შუალედებს მუსიკით ავსებდნენ. როგორც ამბობენ, კინოთეატრ "ამირანში" ასეთ სეანსებს შორის ფორტეპიანოზე უკრავდა ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ოთარ გორდელის ვოკალური ჯაზ-კვარტეტი.
საქართველოში ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა "გეპეის ჯაზმა" - ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრმა და მასთან არსებულმა ვაჟთა კვარტეტმა – იგივე "გეპეის კვარტეტმა".
1962 წელს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - თბილისს ცნობილი ამერიკელი ჯაზმენი ბენი გუდმანი ეწვია. ქართველების ჯაზის სიყვარულის გამო, თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი 1978 წელს გაიმართა.
თბილისის ჯაზ-ფესტივალი არის ყოველწლიური საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, რომელიც იმართება თბილისში, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალთან ერთად ქვეყნის მთავარი ჯაზ-ფესტივალია. ის პირველად 1978 წელს გაიმართა და 2000 წელს ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა. მისი ტრადიციული ადგილია თბილისის საკონცერტო დარბაზი.
ჯაზის თავისუფალი, იმპროვიზაციული სტილი სწორედ ისაა, რაც ქართულ იდენტობასთან იკვეთება. აკრძალვების და "დადუმების" მიუხედავად ჩვენი საზოგადოების ნაწილს, მუდმივად იზიდავდა "თავისფლების მუსიკა".

ჯაზ კაფეები თბილისში 

Jazz Cafe Singer
სოციალური მედია: Facebook 
Jazz Cafe Konka
მისამართი: სიონის ქ. 8
სოციალური მედია: Facebook 
Jazz Club 1984
სოციალური მედია: Facebook
Zazanova
სოციალური მედია: Facebook
9