ჯეიმს ვების ტელესკოპმა, უძველეს გალაქტიკაში, ახალი ვარსკვლავების რეგიონები გადაიღო

6
✦ ტელესკოპის ინფრაწითელი დაკვირვებით ვლინდება, რომ უძველეს და არარეგულარულ ჯუჯა გალაქტიკა I Zwicky 18-ში ახალი ვარსკვლავები ჩნდებიან.
აღნიშნული გალაქტიკა ჩვენგან 59 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
თუ გალაქტიკის შუაგულს დააკვირდებით, დაინახავთ ორ განცალკევებულ ნათელ რეგიონს, რომლებიც მოფენილია ვარსკვლავებით.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს თქმით, ამ ორ რეგიონში ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავები ბრწყინავენ.
ორივე რეგიონი გარშემორტყმულია გაზის ბუშტუკებით, რომლებსაც აცხელებენ ვარსკვლავური ქარები და ახალგაზრდა ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება.
ახალგაზრდა ვარსკვლავების ამ ორი რეგიონის გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ახლოს მყოფი გალაქტიკის არსებობა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გალაქტიკა სწორედ ის არის, რომელსაც გამოსახულების ცენტრში მყოფი I Zwicky 18-ის ქვემოთ ხედავთ (ლურჯი ვარსკვლავების გროვა).
ისინი ეჭვობენ, რომ პატარა გალაქტიკა უფრო დიდი თანმხლების გარშემო ბრუნავს და მისმა (პატარის) გრავიტაციულმა გავლენამ შეიძლება მასში (I Zwicky 18-ში) ვარსკვლავების წარმოქმნა გამოიწვიოს.
გალაქტიკა I Zwicky 18 აღმოაჩინა ფრიც ცვიკმა, შვეიცარიელმა ასტრონომმა, 1930-იან წლებში.
6