ჯეიმს ვებმა, კომეტა კენტავრი 29P-დან აქროლადი გაზის ჭავლების გამოდინება დააფიქსირა

2
ვებმა ყინულოვანი კომეტა კენტავრ 29P-დან ნახშირბადის მონოოქსიდისა და ნახშირორჟანგის უჩვეულო ჭავლების გამოდინება დააფიქსირა.
კენტავრი 29P შორეული ობიექტია, რომელიც მზის გარშემო, იუპიტერსა და ნეპტუნს შორის ბრუნავს.
კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად ჭავლი მიმართულია მზისკენ (და დედამიწისკენ), რომელიც შედგებოდა CO-სგან (ნახშირბადის მონოოქსიდი).
29P-ის კომაში წყლის ორთქლის ნიშნები არ იქნა ნაპოვნი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ციურ სხეულში არსებული უკიდურესად დაბალი ტემპერატურით.
კომა კომეტების თხელი და დროებითი ატმოსფეროა, რომელიც მზესთან მიახლოებისას წარმოიქმნება.
2