იოანე დამასკელი ამბობს:
“ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულმოქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ჯვრის ძალით გაუქმდა სიკვდილი, მოგვეტევა ადამის ცოდვა, ბნელი განათდა, ჯოჯოხეთი განშიშვლდა, მოგვენიჭა აღდგომა და მოგვეცა უნარი, არად შევრაცხოთ ყოველივე მიწიერი, თვით სიკვდილიც კი, ადამიანს დაუბრუნდა უწინდელი ნეტარება, განეხვნა სამოთხის ბჭენი, ადამიანური ბუნება ღვთისა და მამის მარჯვენით მყოფობის ღირსი შეიქმნა, დავიბრუნეთ ღვთის შვილობა და მისი მემკვიდრეობა. ყოველივე ეს უფლის ჯვარზე სიკვდილმა მოგვიტანა”.
დედოფალმა ელენემ სამი საუკუნის მერე უფლის შეწევნით მიაგნო ამ ჯვარს, იყოს ნება უფლისა რომ დღეს ასეთი განუკუთხაობის ჟამს, როდესაც ეშმაკი ასეთი ხილული გახდა, თვითეულ ჩვენთაგანს შეგვეწიოს, ჯვრის მადლი, გილოცავთ ჯვართამაღლებას! ❤️❤️❤️🙏