ჯვარში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მემორიალური დაფა გაიხსნა

6
31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
ქალაქ ჯვარში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მემორიალური დაფა გაიხსნა, სადაც პატივი მიაგეს ეროვნული გმირების ხსოვნას.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე თამარ ბელქნიამ და ეროვნული გვარდიის წევრებმა, რომლებმაც პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ქ.წალენჯიხაში ზვიადის გორაზე ანსამბლ ბედინერას წევრებმა ეროვნული სიმღერები შეასრულეს და სოფელ ნაგურუს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.
დღის ბოლოს, კი წალენჯიხის მთვარი ბიბლიოთეკის დარბაზში დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სადაც მოსწავლეთა სახლის მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები, წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართთეს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ, რომლებმაც ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას კულტურის მუშაკები, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე, საქართველოს ეროვნულ გმირებზე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლზე.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს
6