ჯვრის მონასტერი

5
მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის  წვერზე მდებარეობს ჯვრის მონასტერი. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის მიღებისთანავე, ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის ჯვარი აღამართინა. მოგვიანებით, მეექვსე საუკუნეში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. მალევე აიგო დიდი ტაძარიც, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. ჯვრის კვარცხლიბეკი დღემდეა შემორჩენილი ეკლესიაში. სწორედ ამ ჯვარს უკავშირდება მონასტრის სახელწოდებაც...
5