ჯონი დეპის პირველი ფილმი სამ წლიანი პაუზის შემდეგ

11
ყოფილ მეუღლესთან, ემბერ ჰარდთან დაპირისპირების და მრავალწლიანი გახმაურებული საჯარო ოჯახური კომფლიქტის შემდეგ, ჯონი დეპი კინო ინდუსტრიაში ბრუნდება. 
პროდუქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის "Jeanne du Barry"-ის მსახიობებს უერთდება  მეფე ლუი XV-ის როლში. საკამთო ირსოტიული ფიგურა 1715-1774 წლებში მართავდა საფრანგეთს. 
ფილმის გადაღება გასულ თვეს,  პარიზისა და ილ-დე-ფრანსის რეგიონში დაიწყო.
დღეს, პროდიუსერულმა კომპანია "Why Not Productions"-მა გულშემატკივრებისთვის პერსონაჟის პირელი ფოტო-თიზერი გაავრცელეს. 
ფილმი მოგვითხრობს,  გაღატაკებული მკერავის ქალიშვილის, ჟანას ისტორიას, რომელიც მიუხედავად სტატუსისა,  თავის ინტელექტსა და ხიბლს ლუი XV-ის კარზე ასასვლელად და მეფისი საყვარლის სტატუსის მოსაპოვებლად იყენებს. გოგონას როლს ფრანგი რეჟისორი და ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი Maïwenn-ი შეასრულებს. 
"Jeanne du Barry"-ის დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი ფრანგული კომპანია "Le Pacte"-ია, ხოლო სტრიმინგ ლიცენზია, კინოთეატრების შემდეგ, "Netflix"-მა მოიპოვა. 
11