ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ანგარიშზე 1.4 მილიონზე მეტი დაკვირვებაა

6
ესეც ჰაბლის ძირითადი დაკვირვებები და შედეგები: 
• ჰაბლმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა უმსხვილესი 3D რუკების შედგენაში, რომლებიც გვიჩვენებენ ბნელი მატერიის გადანაწილებას სამყაროში.
• აღმოაჩინა პლუტონის ორი ბუნებრივი თანამგზავრი, რომლებსაც ნიქსი და ჰიდრა შეარქვეს.
ხოლო, ახლახან პლუტონის ზედაპირზე სეზონური ცვლილებები შენიშნა.
• ჰაბლმა შეძლო და გვაჩვენა, რომ გაზისა და მტვრის პროტოპლანეტარული დისკოები, მრავალი ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო, არის ყველგან რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა აზრი, რომ სამყაროში უამრავი უცხო პლანეტაა.
• ჰაბლი დაგვეხმარა გაგვეგო, რომ გამა-სხივების აფეთქებები, როგორც წესი, ხდება გალაქტიკებში, რომლებიც აქტიურად ფორმირებდნენ ვარსკვლავებს და ჰქონდათ დაბალი მეტალურობა.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ გამა-სხივების აფეთქებები მასიური ვარსკვლავების კოლაფსის შედეგია.
• ჰაბლმა ძირითადი როლი ითამაშა ბნელი ენერგიის აღმოჩენაში.
ეს არის იდუმალი ძალა, რომელიც იწვევს სამყაროს უფრო და უფრო სწრაფად გაფართოებას დროთა განმავლობაში.
6