ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დედამიწასთან უახლოესი მასიური შავი ხვრელი აღმოაჩინა

3
იგი ომეგა კენტავრში (გალაქტიკის ნარჩენები) მდებარეობს 🕳️✨
✦ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწასთან ყველაზე ახლოს არსებული შუალედური მასის შავი ხვრელი.
შუალედური მასის შავი ხვრელები არიან ისინი, რომელთა მასაც სუპერმასიურებისა და ვარსკვლავური მასის მქონე შავ ხვრელებს შორისაა.
როგორც ჩანს, ამ შავ ხვრელს, დაახლოებით, 8200 მზის მასა გააჩნია, რაც მას ბევრად უფრო მასიურს ხდის, ვიდრე ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები არიან, რომელთა მასებიც ჩვენი მზის მასას 5-დან 100-ჯერ აღემატება.
ვარსკვლავური მასის მქონე უახლოესი შავი ხვრელი, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, Gaia-BH1-ა და იგი ჩვენგან 1560 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
ახლად აღმოჩენილი შუალედური მასის მქონე შავი ხვრელი დაახლოებით ათი მილიონი ვარსკვლავის შთამბეჭდავ გროვაში მდებარეობს, რომელსაც ომეგა კენტავრი ეწოდება და გროვა დედამიწიდან დაახლოებით 18 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
როგორც ჩანს, ამ შავმა ხვრელმა შეაფერხა ომეგა კენტავრის ზრდა, რაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ეს გროვა არის უძველესი გალაქტიკის ნარჩენი, რომელიც ჩვენმა გალაქტიკამ შთანთქა.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ომეგა კენტავრი სინამდვილეში არის პატარა, ცალკეული გალაქტიკის ბირთვი, რომლის ევოლუციაც მაშინ შეწყდა, როდესაც ირმის ნახტომმა შთანთქა.
ეს მოვლენა რომ არასდროს მომხდარიყო, ეს შუალედური მასის შავი ხვრელი შესაძლოა გამხდარიყო ისეთივე სუპერმასიური შავი ხვრელი, როგორიც ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე Sagittarius A* არის.
Sagittarius A*-ის მასა მზის მასას 4.3 მილიონჯერ აღემატება და დედამიწიდან 27 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
მომზადებულია Space.com-ზე დაყრდნობით.
3