ჰარი სტაილსის ბრენდმა -'Pleasing' სუნამოების ხაზი შექმნა

8
მუსიკალურ კარიერაში მისი სწრაფი ზრდა და წარმატება ცალსახად შესამჩნევია - ჰარი სტაილსი ახალგაზრდა თაობის ფავორიტი შემსრულებელია, თავისი გამორჩეული სტილით, ქარიზმით და პიროვნებით.
2021 წელს მან სულ სხვა სფეროში სცადა ბედი და სილამაზის ბრენდი - 'Pleasing' შექმნა,  მარტივი სლოგანით "find your pleasing". 
'Pleasing' პირველი პროდუქცია ფრჩხილის ლაქის კომპლექტს და დამატენიანებელ ანტიოქსიდანტურ შრატს მოიცავდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მომღერალი ბრენდის სახელით კიდევ ერთ მიმართულებას ავითარებს - ამჯერად სუნამოების ხაზს უშვებს. 
თითოეული მათგანი დატვირთულია ისტორიით და შესაბამისი სურნელოვანი კომპოზიციით.  
მარტივი, მაგრამ დახვეწილი სუნამოები შეიქმნა ცნობილ პარფიუმერ ჟერომ ეპინეტთან თანამშრომლობით , რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა თავად სტაილსთან საკვანძო ნოტების, თემებისა და ნარატივის დასადგენად.
გთავაზობთ 3 მოდელს:
Bright, Hot 
Eau de Parfum
Closeness
Eau de Parfum
Rivulets
Eau de Parfum
8