ჰარი სტაილსი "Better Homes & Gardens"-ის გარეკანზე

12
ჰარი სტაილსი "Better Homes & Gardens"-ის გარეკანზეა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი, ამერიკაში, ძირითადად, საცხოვრებელი გარემოს სტილზე,  ინტერიერის დიზაინზე, დეკორაციებსა თუ მებაღეობაზე ამახვილებს ყურადღებს. მომღერლის ახალი ალბომის სახელიდან ("Harry's House") გამომდინარე ეს თანამშრომლობა მოულოდნელი არ ყოფილა. 
ჰარიმ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სახლი, როგორც საკუთარი სივრცე: "გავაანალიზე, რომ სახლის კომფორტი არ მოდის იმ ადგილიდან სადაც ცხოვრობ, მეტწილად ეს შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული"
ფოტოსესიის ლოკაციამ მოლოდინს გადააჭარბა, ჰარის საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, ის ინგლისის ერთ-ერთ სოფელში,  ბრიტანელი დიზაინერი, ჯონ პაუსონის თვითდაპროექტებულ კარ-მიდამოში ჩატარდა
სივრცე ზედმიწევნით აღწერს პაუსონის სახასიათო ხედვას - მინიმალიზმის ესთეტიკას. შენობის ისტორია 400 წელზე მეტს ითვლის, მას რესტავრაცია დიზაინერმა და მისმა მეუღლემ ჩაუტარა. საბოლოოდ კი გამოვიდა თანამედროვეობასთან შერწყმული ისტორიული ძეგლი, რომელიც იდეალურად მოერგო “ჰარის სახლის” ესთეტიკას და სტატიის შინაარსს.
"სახლი არ არის მხოლოდ ოთხი კედელი, სადაც ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ოჯახური ფოტოები კიდია, მყუდროების შეგრძნება მხოლოდ ამაში არ უნდა ეძებო, თუ შენს თავს უფლებას მისცემ ეს გრძნობა თავად მოვა, სრულიად არაპროგნოზირებადი ადგილიდან ან ნივთიდან, სწორედ ამაზე ჰარის ახალი ალბომი Harry's House-ი" - წერს Better Homes & Gardens"-ის ედითორიალ დირექტორი, რეიჩელ ვებერი. 
"კრახად არ ჩავთვლი თუ ეს ალბომი კომერციულად წარმატებული არ იქნება, მე მინდოდა ის გამეკეთებინა, რასაც თავად ვთვლიდი სწორად, რაც სახალისოა, რითაც მეც ვიამაყებ და ჩემი ახლობლებიც" - ჰარი სტაილსი
შეგახსენებთ, რომ "Harry's House" 20 მაისს გამოდის.
12