2 შემთხვევა ქობულეთის კლასტერია. 5 არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი-მიქელაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141776 2 შემთხვევა ქობულეთის კლასტერია. 5 არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. ისინი დიდიხანია თვითიზოლაციაში არიან-განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. „გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 7 ერთეულით, მათ შორის ორი არის საკარანტინო და თვითიზოლაციის ზონიდან, ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. ეს ის ოჯახებია, რომელზეც მიდიოდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. აქ მორიგი ტესტირების შედეგებს ველოდებოდით. ხუთი არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. მათი თხოვნით აღნიშნული პირების სამუშაო ადგილს არ ვასახელებთ. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ისინი იზოლაციაში იყვნენ და არ ჰქონდათ არც ოჯახთან და არც საზოგადოებასთან შეხება. მეტ დეტალში არ შევალ და კლასტერს ვერ დაგისახელებთ. ჩემთვის ის ადამიანებიც არინ მნიშვნელოვანი და ასევე მათი ოჯახის წევრებიც. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გთხოვთ დარჩეთ სახლში, იმისათვის, რომ ამ ადამიანური რესურსებით რაც გვაქვს პროცესებს გავუმკლავდეთ “, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. ამ დროისთვის ყველა ინფიცირებული კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი