ბათუმში გარდაცვლილი 31 წლის ქალის საქმეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის - თამარ გაბუნია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში კორონავირუსითინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც საკეისრო კვეთა ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში გაიკეთა, მოგვიანებით კი კლინიკა მედინაში მკურნალობდა.
გარდაცვლილი დედა მომხდარში სამშობიარო სახლის მედპერსონალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რაც მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა.
''ჩემი შვილი თავდაპირევლად მივიდა ბაუ-ში და მერე დაეწყო სიმპტომები, მანამდე არაფერი არ სჭირდა. აიღო ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი, გადავიყვანეთ ბათუმის სამშობიარო სახლში. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მე ვთვლი, რომ იქ დააგვიანეს მკურნალობა. ერთი კვირა იქ იწვა ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა. თავისი ფეხით მივიდა, მერე სიცხეები ჰქონდა, ყელი თურმე გადაეკეტა. რატომ არცერთმა ექიმმა არ მოიკითხა ან უფროსთან ან დირექტორთან.
კლინიკის ხელმძღვანელთან მეც მქონდა საუბარია, მეუბნებოდა კარგად არის, კარგად არისო. უფრო წინსვლა გვექნებაო'' - ამბობს გარდაცვლილის დედა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბათუმში მომხდარ შემთხვევას დეტალურად შეისწავლიან. თამარ გაბუნიას თქმით, ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. რაც შეეხება მკურნალობის კურსს, კლინიკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა.
''ჯანდაცვის სამინისტრო ყველა შემთხვევას სწავლობს, სპეციალური აუდიტის ჯგუფი მუშაობს და ასევე რეგულირების სამინისტრო თავისიკომპეტენციების ფარგლებში შეისწავლის გარდაცვალების ყველა შემთხვევას და ასევე საყურადღებო შემთხვევებს , როგორიც არის გუშინ აჭარაში დაფიქსირებული შემთხვევა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, მაქვს მხედველობაში ორსულობა. ეს არის დიდი ტრაგედია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით რთულია...
ის ინფორმაცია, რაც ჩვენ კლინიკიდან გვაქვს მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა იყო ის, რაც პროტოკოლით არისგათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. კონკრეტულ შემთხვევაში ქალს თანხმლები დაავადება არ რაიმე სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოაგამოეწვია მდგომარეობის გართულებაარ ფიქსირდება.
ამ შემთხვევაში მეტად ღრმა ანალიზი ჩატარდება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.