Თელავში მოყვარემ სიძე მოკლა

Tbilisi Daily

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლისძმამ სიძეს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.  ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. რა გახდა სიძე ცოლისძმას შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე იმყოფება პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.