დონალდ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სამშვიდობო შეთანხმებას ულოცავს
Tbilisi Daily
თეთრი სახლის ლიდერი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ულოცავს.
„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე ახლახანს შეთანხმდნენ. ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება“,- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი კონფლიქტის დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, მის მოადგილეს, სტივ ბიგანს და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წევრებს.