ჭიღვარიას წასვლა შიდაკლანური დაპირისპირების შედეგია - კირკიტაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141041
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და არჩეულ თანამდებობის პირებს ათავისუფლებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ჭიღვარიას წასვლა შიდაკლანური დაპირისპირების შედეგია.
„შიდაკლანური დაპირისპირება იყო თერჯოლის მერის გადადგომის მიზეზიც, სადაც მდინარაძის დაყენება უნდათ და იგივე ხდება ქუთაისშიც - ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ქუთაისის მოსახლეობის არჩევანი. ისინი მიდიან იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმყაროს პოზიციები", -აცხადებს დავით კირკიტაძე.