კორონავირუსის 52 000-ზე მეტი შემთხვევა აშშ-ში

Tbilisi Daily

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 898 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 682 270-ს მიაღწია. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, კორონავირუსს კიდევ 706 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვი 128 028-მდე გაიზარდა. #აშშ